მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

HEIDELBERGCEMENT GEORGIA მარტიდან მეორადი საბურავების გადამუშავებას დაიწყებს

6331bd8735b9c
ანუკა ჯოხაძე
27.09.22 01:00
2093
HEIDELBERGCEMENT GEORGIA მარტიდან მეორადი საბურავების გადამუშავებას დაიწყებს. "ჰაიდელბერგ ცემენტის" გენერალური დირექტორი სილვიო ტიდეს თქმით, შესაბამისი დანადგარების შესაძენად კომპანიან 2.4 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა და გადამამუშავებელი დანადგარები კასპში უკვე განთავსდა. 

მისი თქმით, გადამუშავებული მყარი ნარჩენების გამოყენებას ბიზნესისთვის დამატებით უპირატესობის მიცემა შეუძლია,კერძოდ, ის ხარჯების დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა.

“ამჟამად ერთ-ერთი ჩვენი პროექტი ნარჩენი საბურავების გამოყენებას უკავშირდება. როგორც იცით, ქვეყნის მასშტაბით უამრავი გამოუყენებელი საბურავი ყრია. ჩვენ მთავრობა და მუნიციპალიტეტი საკმაოდ ხშირად გვიკავშირდება და ყველანაირად ვცდილობთ ამ მიმართულებით მათ დახმარებას. დაახლოებით 2.4 მილიონი ევრო გვაქვს ინვესტირებული სპეციალურ ხელსაწყო-დანადგარებში, რათა ამ ნარჩენი საბურავების გადამუშავება შესაძლებელი გახდეს. საბურავების გადამუშავების და ახალი პროდუქციის წარმოების პროცესი მომავალი წლის მარტის ბოლოდან დაიწყება.

წლებია უკვე ვცდილობთ მუნიციპალიტეტებს და გარემოს დაცვის სამინისტროს მივცეთ მოტივაცია, რომ ამ პროექტზე დაიწყონ მუშაობა. ამიტომაც მოხარული ვარ, რომ დღეს ეს ღონისძიება იმართება. ვიმედოვნებ, რომ ეს ღონისძიება მოტივაცია იქნება, რომ ამ მიმართულებით პროგრესი დაჩქარდეს.

ჩვენ ნამდვილად მზად ვართ ალტერნატიული საწვავის გამოყენებისათვის და მოდით, ვიმედოვნოთ, რომ კონფერენციაში მონაწილე სხვა ექსპერტებიც დაგვეხმარებიან ამ მიზნის მიღწევაში,”- აცხადებს HEIDELBERGCEMENT GEORGIA -ს გენერალური დირექტორი სილვიო ტიდე.