მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჰელიოს ენერჯი“ საქართველოში ყველაზე დიდ მზის ელექტროსადგურს საწარმო „ალფა-პეტისთვის“ ივნისში აამოქმედებს

60aa24b727528
მარიამ იზორია
23.05.21 20:00
2873
კომპანია „ჰელიოს ენერჯი“ პლასტიკური ბოთლებისა და ნახევარფაბრიკატების საწარმო „ალფა-პეტისთვის“ საქართველოში ყველაზე დიდ მზის ელექტროსადგურს ივნისში აამოქმედებს. 440 კილოვატი სიმძლავრისა და ახალი თაობის პანელების მქონე ელექტროსადგური საწარმოს სახურავზე განთავსდება და წარმოების პროცესს მოემსახურება.

„ჰელიოს ენერჯის“ დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია „საქმის კურსთან“ აღნიშნავს, რომ ელექტროენერგიის დეფიციტისა და გაძვირების შემდეგ მზის ელექტროსადგურების განთავსება გადასახადის შემცირებისა და ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით სულ უფრო აქტუალური ხდება.

„ალფა-პეტს წარმოებიდან გამომდინარე, საკმაოდ ბევრი ელექტროენერგია სჭირდება, ჩვენ მიერ დაყენებული მზის ელექტროსადგური კი მოხმარებას შეამცირებს, აღსანიშნავია, რომ ელექტროსადგურის საინვესტიციო უკუგების პერიოდი დაახლოებით 5 წელია, ის კი 20-25 წელი იმუშავებს, ეს ნიშნავს იმას, რომ სადგური საწარმოს დაახლოებით 20 წელი უფასოდ მოემსახურება“, - აღნიშნავს დარჯანია.

სამომავლოდ კომპანია მზის ელექტროსადგურებს სხვადასხვა ობიექტისთვის მოაწყობს, „ჰელიოს ენერჯის“ დამფუძნებლის თქმით, შემდეგი „ლოპოტა“ იქნება.

ცნობისთვის, „ჰელიოს ენერჯი“ ოთხი წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. ამდრომდე მას ჯამში ორი მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურები აქვს დამონტაჟებული. როგორც კომპანიაში განმარტავენ, მსგავსი პროექტების ღირებულება კილოვატზე 600$-ია და ამ თანხის ამოღებას დაახლოებით ხუთი წელი სჭირდება.