მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჰელსიკორის" დირექტორი ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკების მონიტორინგისკენ მოუწოდებს

5e30631d4932d
თათია ჩაფიჩაძე
28.01.20 22:30
923
კლინიკა „ჰელსიკორის“ დირექტორი რუსუდან ლაგვილავა ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკების მონიტორინგისკენ მოუწოდებს.

ლაგვილავას შეფასებით, ბიუჯეტის გადახარჯვა არაკეთისინდისიერი კლინიკების გახსნამ გამოიწვია, რომლის ლიცენზია თავის დროზე ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა.

"ბიუჯეტის გადახარჯვა მოხდა ნამდვილად და მოხდა იმის გამო, რომ ბევრი არაკეთილსინდისიერი კლინიკა არსებობს ქვეყანაში. ეს ხდებოდა იმ კლინიკების მიერ, რომლებიც სარდაფშია გახსნილი, ვინ გასცა ლიცენზია ამ კლინიკებზე? ჩვენ ხო არ გავეცით? სამინისტრომ გასცა და დღეს ის ვერ აკონტროლებდა ხარისხს. რას აკონტროლებს ჯანდაცვის სამინისტრო მაშინ, როცა კლინიკები თეთრეულსაც კი არ უცვლიან ბავშვებს?

ამიტომაა გადახარჯვა და ახლა დავზარალდით ისინი, ვინც კეთილსინდიერად ვმუშაობდით. ჩვენს კლინიკაში ვერ ნახავს ვერავინ ვერცერთ გაყალბებულ 1 ლარს და რატომ უნდა შევეწიროთ ჩვენ იმ კლინიკებს, რომლების არსებობა სამინისტროს გამოა?

საქართველოში სულ 251 კლინიკაა, სამინისტროს ათასობით თანამშრომელი ჰყავს, ნუთუ არ შეიძლებოდა 251 ადამიანის აყვანა, დაგვიჯინონ ყველა კლინიკაში თითო ადამიანი და შეისწავლონ ვინ როგორ მუშაობს, გაუჩერონ ლიცენზია მათ, ვინც იტყუება, ჩვენ გადავუხდით ამ ადამიანებს ანაზღაურებას", - განაცხადა ლაგვილავამ.