მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰელსინკის აეროპორტში COVID-19-ით ინფიცირებულთა ამოსაცნობად ძაღლებს გამოიყენებენ

5f6d9ce0772d8
ნათია თაქთაქიშვილი
25.09.20 14:36
953
ფინეთში, ჰელსინკის აეროპორტში COVID-19-ით ინფიცირებულთა ამოსაცნობად ძაღლებს გამოიყენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„ჩვენ მოწინავეები ვართ; რამდენადაც ვიცით, მსოფლიოს მასშტაბით, ჯერ არცერთ აეროპორტს მიუმართავს მსგავსი მეთოდისთვის. შეიძლება ეს ჩაითვალოს ერთ-ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯად კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით“, - განაცხადა აეროპორტის ხელმძღვანელმა ულლა ლუტიჯეფმა.

როგორც გამოცემა წერს, ეს გახლავთ ფინური სტარტაპის Wise Nose-ის ფარგლებში განხორციელებული პროექტი, რომლის მიხედვით, ამ ეტაპზე გაიწვრთნა და დაიგეშა 10 ძაღლი, რომელიც ყნოსვით კორონავირუსით ინფიცირებულების ამოცნობას შეძლებენ.

ჰელსინკის აეროპორტის ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნული ტესტირება ანონიმურია. ძაღლები კორონავირუსით ინფიცირებულების ამოცნობას თითქმის 100%-იანი სიზუსტით ახერხებენ იქამდე, სანამ მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდებათ.

როგორც CNN წერს, პასუხების სიზუსტესთან დაკავშირებით დეტალური კველევები ჰელსინკის უნივერსიტეტის ვეტერინარიულ ფაკულტეტზე უკვე განხორციელდა.