მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჰერბია“: წელს გაყიდვები, დაახლოებით, 30%-50%-ით გაგვეზრდება

5fa1487e99823
ვიქტორია მღებრიშვილი
04.11.20 09:00
1282
„ჰერბიას“ გაყიდვები 2020 წელს, დაახლოებით, 30%-50%-ით გაიზრდება - ასეთ პროგნოზს კომპანიის დამფუძნებელი ზურაბ ჯანელიძე აკეთებს.

BM.GE-ისთან საუბრისას ის ამბობს, რომ „ჰერბიას“ გაყიდვები 4 წლის განმავლობაში ყოველწლიურად თითქმის ორმაგდებოდა და წელსაც პანდემიას მათ საქმიანობაზე ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია.

„ჩვენ რასაც ვაწარმოებთ ქართული ბაზრისთვის, იმ ტემპით იყიდება, როგორც გვაქვს დაგეგმარებული. ეს ნიშნავს იმას, რომ თუკი პირველწარმოებას გავზრდით, გავზრდით გადამუშავების პროცესს, გავზრდით ტექნოლოგიებს, რაც პროდუქტის დამუშავებისთვის არის საჭირო, საქართველოს ბაზარზე კიდევ დიდი რესურსია იმის, რომ ჩვენი პროდუქცია გაიყიდოს, იმ ტემპით, რა ტემპითაც იზრდება გაყიდვების მოცულობა. ასე ვფიქრობთ, რადგანაც ბაზარს მუდმივად ვსწავლობთ, გვიდევს ხელი პულსზე, ვაკვირდებით მომხმარებელთა სურვილებს და მოთხოვნას და ვაკმაყოფილებთ მას“, - განმარტავს ზურაბ ჯანელიძე.

მისივე ინფორმაციით, აგრო-სასურსათო პროდუქტების მწარმოებელი კომპანია მუდმივი განვითარების და გაფართოების პროცესშია და დღესაც ფართოვდება, როგორც აგრო-კულტურების ფართობების, ასევე, წარმოების მხრივ.

აღსანიშნავია, რომ „ჰერბიამ“ ერთი კვირის წინ გაყიდვაში ახალი პროდუქტი სხვადასხვა სახის პესტოები, აჯიკა და სოუსები ჩაუშვა.

ცნობისთვის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოქმედი კომპანია „ჰერბიას“ 20-მდე მეტი დასახელების აგრო-სასურსათო პროდუქტი საქართველოში არსებულ თითქმის ყველა ქსელურ მარკეტში შეფუთული სახით არის წარმოდგენილი. დღეისთვის კომპანია 200-მდე ადამიანს ასაქმებს