მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჰერბია კალათას” ხორცპროდუქტები დაემატა

61dfdeb3c9010
სალომე ჭიპაშვილი
13.01.22 12:35
1369
სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია "ჰერბიამ" პროდუქტების ასორტიმენტი გააფართოვა. უკვე არსებულ 80-მდე დასახელების პროდუქციას კომპანიამ პარტნიორი ფერმერების მიერ წარმოებული 20-მდე დასახელების პროდუქტი დაამატა, რომელიც მომხმარებელს სატესტო რეჟიმში “ჰერბიას კალათის” ბრენდის ქვეშ 2021 წლის ბოლოს მიაწოდა. 

აღსანიშნია, რომ “ჰერბია კალათას” ხორცპროდუქტები დაემატა, რასაც კომპანიის დამფუძნებელი მომხმარებლის მოთხოვნით ხსნის. 

“საქმე ის არის, რომ მომხმარებლის მხრიდან მუდმივად იყო მოთხოვნა სოფელში წარმოებულ ეკოლოგიურად სუფთა ხორცპროდუქტებზე - ქათამსა და წიწილაზე, ძროხის, ხბოს და ღორის ხორცზე, ასევე თევზზე, რძის პროდუქტებზე, თაფლზე, ნიგოზსა და ლობიოზე. დაახლოებით, 5 ათასამდე ფერმერთან გვქონდა კონტაქტი, რომელთაგან შევარჩიეთ 50. მათი მეურნეობები გადავიყვანეთ ევროპულ სტანდარტებზე, რომელთა მიერ წარმოებული პროდუქციის დამუშავება და შეფუთვა სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ ჩვენს საწარმოში ხდება", - განაცხადა “საქმიან დილაში” სტუმრობისას “ჰერბიას” დამფუძნებელმა ზურაბ ჯანელიძემ.

წყალტუბოში მდებარე “ჰერბიამ” 2.5 მლნ ლარის ინვესტირებით წარმოება გააფართოვა და 1 000 კვ/მ-ზე ახალი პროდუქტების დამამუშავებელ-შემფუთველი საწარმო და ასევე მიტანის სერვისი აამოქმედა.

პროექტის განხოციელების შედეგად, კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა 25-ით გაიზარდა და დღეისათვის "ჰერბიაში" 300 სამუშაო ადგილია.