მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჰერბიამ“ პესტოების, აჯიკისა და სოუსების წარმოება დაიწყო

5fa139350ad4d
ვიქტორია მღებრიშვილი
03.11.20 16:00
1653
კომპანია „ჰერბიამ“, რომელიც ქართულ ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქტებით შემოვიდა, 10 დასახელების პესტოს, აჯიკის და სოუსის წარმოება დაიწყო.

მწვანე აჯიკა, მწვანე აჯიკა (ცხარე), წითელი აჯიკა, წითელი აჯიკა (ცხარე), ბაზილიკის პესტო, ოხრახუშის პესტო, ბოსტნეულის სოუსი, კამის სოუსი, პომიდვრის სოუსი ბაზილიკით, პომიდორი ჩერის მარინადი - „ჰერბიას“ ბრენდის ქვეშ ამ პროდუქტების ყიდვა მომხმარებელს „გუდვილის“ ჰიპერმარკეტების ქსელში უკვე შეუძლია.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის დამფუძნებელი ზურაბ ჯანელიძე აღნიშნავს, ახალი ხაზის პროდუქციის წარმოება სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს და წარმადობის მოცულობა მოთხოვნიდან გამომდინარე განისაზღვრება.

კომპანიის ხელმძღვანელი ინვესტიციის მოცულობას არ ასახელებს და ამბობს, რომ კომპანია ამ ხაზის ამოქმედებაზე დიდი ხანია მუშაობს.

„ამ მიმართულებით პროდუქტების წარმოების დაწყებაზე დაახლოებით 3 წელია ვმუშაობთ, ამ ხნის მანძილზე მოვიკვლიეთ დედამიწაზე თუ რაიმე პრაქტიკა არსებობდა მსგავსი პროდუქციის წარმოების. ასევე ვიმუშავეთ, როგორ უნდა მომხდარიყო თითოეულ პროდუქტში ქართული გემოების თავმოყრა. პესტოები ძირითადად იტალიური პროდუქტია, შესაბამისად ჩვენ იტალიური და ქართული გემოები თანხვედრაში მოვიყვანეთ“, - განაცხადა ზურაბ ჯანელიძემ.

„ჰერბიას“ დამფუძნებელის ინფორმაციით, პროდუქტი დახლებზე 1 კვირაა რაც გამოჩნდა და მომხმარებელში დიდი მოწონება დაიმსახურა.

„გაყიდვაში ჩაშვების შემდეგ იმდენად დიდია ინტერესი, რომ პირველივე დღეს დახლებზე აღარ იყო ჩვენი პროდუქტი, ამიტომ ვფიქრობთ, რომ მომხმარებელი იმდენად მიეჩვევა, მოთხოვნა მაღალი იქნება“, - აღნიშნა ზურაბ ჯანელიძემ.