მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰესების მშენებლობაზე ინვესტორებთან ხელშეკრულებები გადასახედი იქნება - ენერგეტიკოსი

5e9ad908dd28c
დავით ჯალაღონია
18.04.20 14:55
1704
COVID-19 ეკონომიკის არაერთ სექტორზე ახდენს გავლენას, მათ შორის ენერგეტიკაზე.

დახურული საწარმოებისა და ორგანიზაციების ფონზე, მარტში ელექტროენერგიის მოხმარება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.6%-ით შემცირდა. ენერგეტიკოსების ნაწილი ელექტროენერგიის ფასის შემცირებას ვარაუდობს, რაც ფინანსურად ინვესტორებისთვის სახარბიელო არ იქნება.

ამ ფონზე, ენერგეტიკოსი გია არაბიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს არაერთი ინსტრუმენტის გამოყენება მოუწევს, მათ შორის, ელექტროსადგურების მშენებლებთან ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების აქტიურად გაფორმება.

"ხვალ რომ ჩაქრეს კორონავირუსი ერთ წუთში, ზეგ ეკონომიკა მაინც ვერ დაიქოქება, ამას საკმაოდ სერიოზული მუშაობა დასჭირდება როგორც ჩვენთან, ასევე საზღვარგარეთ. ბუნებრივია, ლტოლვა ენერგეტიკაში ფულის ჩადებისა, ამ პერიოდში ინვესტორებს არ ექნებათ, რადგან ყველა ქვეყანაში ექნებათ თავისი ჭარბი ენერგორესურსები. 10 დოლარამდე ჩამოვიდა ნავთობის ფასი ბარელზე.

გამოსავალს რაში ვხედავ? - პირველ რიგში, თუ შევძლებთ, იმ ქვეყნებიდან, საადანაც მეტნაკლებად გამოიდევნება ეკონომიკური სიმძლავრეები, ჩვენთან უნდა შემოვიტანოთ.

გარდა ამისა, გადასახედი იქნება ხელშეკრულებები ინვესტორებთან, იგივე PPA-ს (ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება) საკითხი. დადგება საკითხი, რომ შეღავათები მივცეთ ინვესტორებს. თუ გახსოვთ, 2003-2004 წლებში დიდი შეღავათი მივეცით, ოღონდ მოსულიყო ვინმე და ფული ჩაედო, თავისუფლების ხარისხი და ბევრი რამ შევთავაზეთ, რომ როგორმე შემოგვეყვანა ინვესტორები. როგორც ჩანს, დაახლოებთ ამის მაგვარი რაღაც დასჭირდება ინვესტორების ახალი ნაკადის მოძიებას", - მიიჩნევს ენერგეტიკოსი.