მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჰესების მშენებლობაზე შეფერხებები იყო“ - მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა

5efd8c4ee9ebc
ინგა მურუსიძე
02.07.20 11:36
1084
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობამ მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, საქართველოში ენერგეტიკული ბაზარი კომერციულად უფრო მიმზიდველი გახდება. განცხადება პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

„მოგეხსენებათ, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ასევე, გარკვეული შეფერხებები არსებობდა ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით სხვადასხვა მიზეზით. დღეს გამოგვაქვს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ღიას და კონკურენტულს გახდის ამ ბაზარს, რომელიც უფრო კომერციულად მიმზიდველი იქნება ინვესტორებისთვის, რომ მათი ინვესტიციები იყოს ეფექტური და სწრაფი, რაც ქვეყნისთვის უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობის მაღალ ხარისხს“, - განაცხადა გახარიამ, თუმცა არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობს საკანონმდებლო ინიციატივა და როდის მოხდება მისი ინიცირება პარლამენტში.