მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პასუხისმგებლობა ყველამ უნდა ავიღოთ - გაბუნია "მწვანე პასპორტის" კონტროლზე

61dd4655a2497
მარიამ ვარადაშვილი
11.01.22 21:35
618
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, შრომის ინსპექცია საკუთარი რესურსით ყველა ობიექტს, სადაც “მწვანე პასპორტის” სისტემა მოქმედებს, ვერ შეამოწმებს, ამიტომ სამოქალაქო პასუხისმგებლობა ამ ნაწილში მნიშვნელოვანია.

“კონტროლის ნაწილში ჩვენი მექანიზმი გახლავთ შრომის ინსპექცია, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი რესურსით აქტიური მონიტორინგი უზრუნველყოს. თუმცა შრომის ინსპექცია ყველა ობიექტს ვერ გასწვდება. აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობა ყველამ უნდა ავიღოთ და ასევე უნდა გადანაწილდეს პასუხისმგებლობა იმ ბიზნეს ობიექტებზე, რომლებიც ჩართულები არიან. ის, რომ შესაძლოა ეპიდემიოლოგიურმა მდგომარეობამ ისევ რისკი შეუქმნას ბიზნესის ფუნქციონირებას, უნდა გავაცნობიეროთ”,-აცხადებს გაბუნია.

BMG ცდილობს გაარკვიოს 1 დეკემბრიდან დღემდე რამდენ ბიზნეს სუბიექტს მიეცა გაფრთხილება ან დაჯარიმდა "მწვანე პასპორტების" მექანიზმის დარღვევის გამო, თუმცა ეს ინფორმაცია შრომის ინსპექციისგან ჯერ არ მიგვიღია.

შეგახსენებთ, "მწვანე პასპორტების" სისტემა სწორედ 1 დეკემბრიდან ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა ის ობიექტები, სადაც მხოლოდ "მწვანე სტატუსის" მქონე მოქალაქეები დაიშვებიან. მათ შორისაა კვების ობიექტები, გასართობი ცენტრები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები.