მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Hilton Garden Inn Tbilisi-ს პოლონელი გენერალური მენეჯერი ეყოლება

6177e6ff1616d
მარიამ ვარადაშვილი
26.10.21 15:34
1371
Hilton Garden Inn Tbilisi-ს პოლონელი გენერალური მენეჯერი ეყოლება. აღსანიშნია, რომ როგორც „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა bm.ge-ს ჯერ კიდევ ზაფხულში განუცხადა, რომ პოლონელი მენეჯერის დაქირავება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საქართველოში შესაბამისი კადრი ვერ იპოვა.

Hilton Garden Inn Tbilisi დღეს გაიხსნა. სასტუმროს გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობის წევრები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით Hilton Garden Inn Tbilisi-ს ადამ პრუშვსკიმ (Adam Pruszkpvski) მიმართა. 

“ამჟამად 60 ახალგაზრდა პერსონალს ვასაქმებთ. ჩვენი მიზანია, მომდევნო კვირებში, როცა ბიზნესი გაიზრდება, 100-მდე ახალი სამუშაო ადგილი შევქმნათ. გვსურს, სტუმარ-მასპინძლობისა და კორპორატიული კულტურა დავამკვიდროთ, ეს არის ჩვენი მიზანი. რა თქმა უნდა, ამ სტუმარ-მასპინძლობის კულტურას გადავცემთ ჩვენს ახალგაზრდა კოლეგებს, რაც ამ სექტორში ყველაზე მნიშვნელოვანია", - განაცხადა სასტუმროს პოლონელმა მენეჯერმა.

Hilton Garden Inn Tbilisi პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 40 მილიონი დოლარია. სასტუმროში სხვადასხვა კატეგორიის, 170 კომფორტული ოთახი, 8 საკონფერენციო დარბაზი და ქართულ-ევროპული რესტორანი „ანდაზი“ არის წარმოდგენილი. პირველ ეტაპზე სასტუმროში, დაახლოებით, 80-მდე ადამიანი დასაქმდება. Hilton Garden Inn-ში განთავსების ღირებულება კი 90 დოლარიდან დაიწყება. 

ცნობისთვის: სასტუმროს გახსნა 2020 წლის ბოლოს იყო დაგეგმილი, თუმცა პანდემიამ გახსნის თარიღი დააკორექტირა.