მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Hilton-ი კორონავირუსის გამო შემოსავლების შემცირებას ელის

5e68d6511a0c9
ნათია თაქთაქიშვილი
11.03.20 20:40
1077
მსოფლიოში ცნობილი სასტუმროების ქსელი Hilton-ი 2020 წელს კორონავირუსის გამო შემოსავლების შემცირებას ელის. როგორც კომპანიამ განაცხადა, ვირუსის პოტენციური გავლენა ბიზნესზე კომპანიის მიერ ნავარაუდევ მოლოდინებზე მაღალი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

“იმის ფონზე, რომ კორონავირუსის გავრცელების მასშტაბები იზრდება და გასცდა ჩინეთს და აზიას, 2020 წელს კომპანიას შემოსავლები იმაზე მეტად შეუმცირდება, ვიდრე ნავარაუდევი გვქონდა“, - აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

განცხადებაში, ასევე წერია, რომ 100-წლიანი ისტორიის მქონე კომპანიას, რომელსაც აქვს „სტაბილური ბიზნეს მოდელი“ შესწევს უნარი გაუმკლავდეს გამოწვევებს. სასტუმროს პრიველი საზრუნავი კი თანამშრომლების და სტუმრების ჯანმრთელობაა.

Hilton-ი 117 ქვეყანაშია წარმოდგენილი და წელიწადში დაახლოებით 3 მილიარდ სტუმარს მასპინძლობს.