13.მარტი.2016 16:09
მსოფლიო

Hilton-ის სასტუმროში სტუმრებს რობოტი მოემსახურება (ვიდეო)

Hilton-ის სასტუმროში სტუმრებს რობოტი მოემსახურება (ვიდეო)
კომპანია Hilton Worldwide-მა IBM-თან ერთად, პირველი კონსიერჟი-რობოტი შექმნა. როგორც გამოცემა TravelPulse-ი აღნიშნავს, რობოტი თავის მოვალეობას ამერიკაში, ვირჯინიის შტატის ერთ-ერთ სასტუმროში ასრულებს. რობოტი IBM Watson-ის ბაზაზეა აგებული და ამჟამად სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს. რობოტ-კონსიერჟს სასტუმრო Hilton-ის ქსელის დამფუძნებლის კონრად ჰილტონის საპატივცემულოდ, კონი ეწოდა. რობოტი სტუმრებს სასტუმროს აცნობს და ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებზე აწვდის ინფორმაციას. რობოტი სტუმრებს შესაბამის კითხვებზეც სცემს პასუხს.
 
"რაც უფრო ხშირად დაუკავშირდება იგი სასტუმროში დარჩენილ სტუმრებს, მით უფრო მალე გაიგებს ყველაზე მეტად რა აინტერესებთ მათ. რაც დრო გავა, კონის რეკომენდაციები უფრო გაუმჯობესდება და დაიხვეწება", - აღნიშნავენ რობოტის შემქმნელები.


25.მაისი.2019 01:00
45

რა დაგიჯდებათ პაემანი მსოფლიოს ქალაქებში?

ვრცლად
24.მაისი.2019 21:00
41

რუსეთის მილსადენი „დრუჟბა“ ევროპისათვის ნავთობის მიწოდებას 9 ივნისიდან განაახლებს

ვრცლად
24.მაისი.2019 15:06
183

სომხეთსა და ჩინეთს შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

ვრცლად
24.მაისი.2019 13:19
472

ტერეზა მეი გადადგა

ვრცლად
24.მაისი.2019 10:20
493

Reuters: Tesla კრიზისშია

ვრცლად
24.მაისი.2019 00:10
147

რიანას კოლექცია, რომელიც მომღერალმა Fenty-სთვის შექმნა

ვრცლად