27.აგვისტო .2020 00:12

ჰოლივუდის 5 ყველაზე მდიდარი ადამიანი

views 828
უკან

როგორც Business insider-ი წერს, მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდს ძალიან ბევრი მდიდარი ვარსვლავი ჰყავს, მხოლოდ ხუთმა მათგანმა შესძლო გამხდარიყო მილიარდერი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მათ მხოლოდ კარგი სამსახიობო ოსტატობა არ დახმარებია მილიარდის მოპოვებაში - ხუთივე მათგანი დაკავშირებულია ბიზნესთან და მომგებიან ინვესტიციებთან.

სოლიდური საინვესტიციო სტრატეგიის წყალობით ყველაზე ახალბედა მილიარდერი კანიე უესტია, რომელც Forbes-მა მილიარდერად მიმდინარე წლის 24 აპრილს აღიარა.

ჰოლივუდის ყველაზე მდიდარი ადამიანი "ვარსკვლავური ომების" შემქმნელი ჯორჯ ლუკასია, რომლის ქონებაც 5.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ყველაზე მდიდარი ადამიანების ხუთეულს რეპერი Jay-Z ასრულებს 1 მილიარდ აშშ დოლარად შეფასებული ქონებით.

ჰოლივუდის 5 ყველაზე მდიდარი ადამიანი  - რეიტინგი

1. ჯორჯ ლუკასი -  მისი ქონება 5.7 მილიარდ აშშ დოლარია;

2. სტივენ სპილბერგი -  მისი ქონება 3.7 მილიარდი აშშ დოლარია;

3. ოპრა უინფრი - მისი ქონება 2.5 მილიარდი აშშ დოლარია;

4. კანიე უესტი  - Forbes-ის მიხედვით მისი ქონება 1.3 მილიარდ აშშ დოლას უტოლდება, მაშინ როდესც უესტი აცხადებს, რომ 3.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ქონებას ფლობს; 

5. რეპერი Jay-Z - მისი ქონება 1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა