მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Honda-ს ქსელზე კიბერშეტევა განხორციელდა – BBC

5edfd07ed34e0
თამთა ჯიჯავაძე
09.06.20 22:08
920
ავტომწარმოებელი Honda აცხადებს, რომ მის ქსელზე კიბერშეტევა განხორციელდა, რამაც მსოფლიოს მასშტაბით კომპანიის ფუნქციონირებაზე იქონია გავლენა. ამის შესახებ BBC წერს.

კიბერთავდასხმის გამო, იაპონურ ავტომწარმოებელ კომპანიაში შეფერხდა კომპიუტერულ სერვერებზე წვდომა, ასევე ელექტრონულ ფოსტასა და სხვა შიდა სისტემებზე.

„გავლენა არის ასევე წარმოების სისტემაზე იაპონიის გარეთ. მიმდინარეობს მუშაობა გავლენების შესამცირებლად და წარმოების ფუნქციონირების სრულად აღსადგენად“, – აცხადებენ კომპანიაში.

კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.

Honda მოტოციკლების, ავტომობილებს, გენერატორებსა და გაზონის სათიბებს აწარმოებს.