მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰონგ-კონგი კორონავირუსის გამო დაზარალებული ეკონომიკის მხარდასაჭერად $15 მლრდს გამოყოფს

5e561ab4b719e
ნათია თაქთაქიშვილი
27.02.20 10:05
784
ჰონგ-კონგის მთავრობა  კორონავირუსის და ანტისამთავრობო აქციების გამო დაზარალებული ეკონომიკის მხარდასაჭერად 15 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

როგორც მედიაორგანიზაცია აღნიშნავს, მთავრობა ყველა სრულწლოვან მოქალაქეს ერთჯერად დახმარებას - 1 300 დოლარს გადაუხდის. მათი ინიციატივით, დახმარებას ჰონგ-კონგის ყველა სრულწლოვანი მცხოვრები მიიღებს.

მთავრობა მოუწოდებს ბანკებს, შესთავაზონ შეღავათიანი კრედიტები როგორც - მოსახლეობას, ასევე მცირე და საშუალო საწარმოებს.

„2019 წელს აგორებულმა ანტისამთავრობო აქციებმა და კორონავირუსის ახალმა ვირუსმა მძიმე დარტყმა მიაყენა ჰონგ-კონგის ეკონომიკას. დეტალური განხილვის შემდეგ, მთავრობამ გადაწყვიტა, 15 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფა ეკონომიკის დასახმარებლად და ასევე ყველა მოქალაქეს, რომელსაც უკვე შეუსრულდა 18 წელი, ფინანსური წნეხის შესამცირებლად 10 000 ჰონგ-კონგური დოლარი გადაუხადოს, რაც 1 300 ამერიკული დოლარის ექვივალენტია“, – განაცხადა ჰონგ-კონგის ფინანსთა მინისტრმა პოლ ჩენმა.