მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰონგ-კონგი საჰაერო მიმოსვლის განახლებას 11 ქვეყანასთან აპირებს

5f57b27d890b7
ნათია თაქთაქიშვილი
08.09.20 21:45
921
ჰონგ-კონგი საჰაერო მიმოსვლის განახლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს 11 ქვეყანასთან მართავს. ამის შესახებ ინფრომაციას CNN-ი ავრცელებს.

ჰონგ-კონგის სავაჭრო და ეკონომიკური განვითარების მდივანმა ედუარდ იაუმ განაცხადა, რომ საჰაერო მიმოსვლის აღდგენით 5-6 ქვეყანა დაინტერესდა, მათ შორის იაპონია და ტაილანდი.

გამოცემის მიხედვით, ჰონგ-კონგი საჰაერო მიმოსვლის განახლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ასევე შემდეგ ქვეყნებთან მართავს: ჩრდილოეთ კორეა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, გერმანია, საფრანგეთი, შვეიცარია, ვიეტნამი, მალაიზია და სინგაპური.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნებს შორის გადაადგილებისას ტურისტებს კორონავირუსის გამოსავლენი ტესტის ჩატარება როგორც გამგზავრებამდე, ასევე ქვეყანაში ჩასვლისას მოუწევთ.

ხოლო რაც შეეხება სოციალური დისტანცირების ნორმების შემსუბუქებას, 11 სექტემბრიდან ჰონგ-კონგში ისევ ნებადართული გახდება რესტორნებში შეკრება (ერთ მაგიდასთან არაუმეტეს 4 ადამიანისა), გაიხსნება სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები და გასართობი კლუბები.

ჰონგ-კონგში სავარაუდოდ, 18 სექტემბრიდან ოპერირებას განაახლებს Disneyland-ი და Ocean Park-იც.