მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰონგ-კონგში შეიმუშავეს სისტემა, რომლითაც 40 ბაქტერიის დიაგნოსტირება ერთ საათში ტარდება

5e43dd9f9b574
ნათია თაქთაქიშვილი
12.02.20 23:44
803
ჰონგ-კონგელმა მეცნიერებმა შექმნეს სისტემა, რომელიც კორონავირუსთან ერთად რესპირატორულ დაავადებებთან დაკავშირებული 40-მდე ბაქტერიისა და ვირუსის დიაგნოსტირებას ერთ საათში ახდენს. ამის შესახებ Scmp.com-ი იუწყება.

მეცნიერების თქმით, ამ სისტემის ღირებულება ბევრად ნაკლებია, ვიდრე დღეისათვის არსებული ტესტის საფასური, რომელიც დაახლოებით 130 აშშ დოლარის ექვივალენტია.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ტესტის ჩასატარებლად ნიმუში სპეციალურ კარტრიჯში თავსდება, რომელიც შემდეგ სადიაგნოსტიკო აპარატში მონტაჟდება. მიკროფლუიდური ტექნოლოგიის საშუალებით, სითხე კარტრიჯში მიკროარხების საშუალებით მიედინება და სხვადასხვა პათოგენზე დიაგნოსტირებას ახდენს.

მეცნიერები ასევე მუშაობენ სისტემაზე, რომელიც ერთდროულად 80-მდე პათოგენის გამოვლენას შეძლებს.