მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰონგკონგელმა მკვლევარებმა კორონავირუსის ვაქცინა შექმნეს, თუმცა, მის გატესტვას დრო სჭირდება

5e30871812ecd
BM.GE
28.01.20 23:07
8206
ჰონგკონგელმა მკვლევარებმა ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს, თუმცა, დროა საჭირო იმისათვის, რომ მისი ტესტირება მოხდეს. ამის შესახებ ჩინური გამოცემა South China Morning Post-ის ინფორმაციით, ინფექციური დაავადებების სპეციალისტმა იუენ იუნგმა განაცხადა.

„ჩვენ უკვე შევქმენით ვაქცინა, თუმცა, მას დიდი დრო დასჭირდება ცხოველებზე გამოსაცდელად“, - განაცხადა სპეცალისტმა.

მისივე თქმით, რამდენიმე თვე დასჭირდება ვაქცინის ცხოველებზე გამოცდას, ხოლო სულ მცირე ერთი წელი ადამიანებზე.

პარალელურად, ვაქცინის შექმნას მეცნიერები ჩინეთსა და აშშ-შიც ცდილობენ.