მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰონგ–კონგი კორონავირუსით გარდაცვალების პირველ შემთხვევაზე აცხადებს

5e391e0394ad7
ნათია თაქთაქიშვილი
04.02.20 11:48
1123
დღეს ჰონგ–კონგმა კორონავირუსით გარდაცვალების პირველ შემთხვევაზე განაცხადა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტი უხანის ფარგლებს გარეთ ფიქსირდება, პირველი ფაქტი კი რამდენიმე დღის წინ ფილიპინებში დაფიქსირდა. ამის შესახებ Aljazeera.com-ი წერს.

Aljazeera.com-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი 39 წლის პაციენტია, რომელიც მკურნალობას პრინცესა მარგარეტის საავადმყოფოში გადიოდა. 21 იანვარს ის ქალაქ უხანში იმყოფებოდა, 31 იანვარს კი ვირუსის სიმპტომებით საავადმყოფოს მიმართა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ბოლო მონაცემებით, დაავადებამ ქვეყანაში 425 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 20 000-ს აღემატება. მათგან 2788 მათგანის მდგომარეობა მძიმეა, 632 პაციენტი კი განიკურნა და საავადმყოფოდან გაწერეს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია 3235 ახალი შემთხვევა. 17 1300 ადამიანი კი, ვინც ინფიცირებულებთან კონტაქტში იმყოფებოდა, ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.