მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰონკონგი ავიარეისების შეზღუდვის გამო ბიზნესჰაბის სტატუსის დაკარგვის რისკის წინაშეა

61dbf3a28f56b
სალომე ჭიპაშვილი
10.01.22 21:51
1049
საერთაშორისო ბიზნესასოციაციები ჰონკონგის ხელისუფლებას მოუწოდებენ, განაახლონ ფრენები მთელ რიგ ქვეყნებთან, მათ შორის აშშ-სთან და გაერთიანებულ სამეფოსთან. Fitch-ის შეფასებით, ჰონკონგის მხრიდან საერთაშორისო ავიამიმოსვლების აკრძალვა მისთვის ბიზნესჰაბის სტატუსის დაკარგვას გამოიწვევს, რადგან უცხოური კომპანიები ჰონკონგის გამოყენებას რეგიონული შტაბ-ბინების მასპინძლობისთვის შეწყვეტენ. ამის შესახებ Financial Times-ი იუწყება.

ჰონკონგმა რვა ქვეყანასთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება, რომელთა შორის აშშ და დიდი ბრიტანეთიცაა,  ერთი კვირის წინ, რეგიონის ომიკრონის შტამისგან დასაცავად მიიღო. ამის გამო საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელები, რომლებიც შობის აღსანიშნავად საკუთარ ქვეყნებში გაფრინდნენ, უკან ვეღარ ბრუნდებიან.

სააგენტო Fitch-ის ექსპერტების აზრით, ამ აკრძალვამ შესაძლოა რეგიონში ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები შეარყიოს.

ჰონკონგში ბრიტანეთის სავაჭრო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ გრეჰემმა Financial Times-ს განუცხადა, რომ აკრძალვამ ბევრი გააკვირვა. "ეს აუცილებლად სერიოზულ პრობლემებსა და უხერხულობას გამოიწვევს, განსაკუთრებით ჰონკონგში დაფუძნებული კომპანიების მენეჯერებისა და თანამშრომლებისთვის“, - აღნიშნა გრეჰემმა.