მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თხევადი გაზის ასოციაცია აქციზის შემცირების საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

5f8028f107c8e
ვიქტორია მღებრიშვილი
10.10.20 15:00
1358
საქართველოს თხევადი გაზის იმპორტიორთა და საავტომობილო თხევადი გაზგასამართი სადგურების ასოციაცია თხევადი გაზის აქციზის დაკორექტირების ინიციატივით პარლამენტს 2021 წელს მიმართავს.

როგორც BM.GE-ისთან საუბრისას ასოციაციის პრეზიდენტი ნარიმან ფირცხელიანი აცხადებს, თხევადი გაზის ნეგატიური გავლენა ნაკლებია გარემოზე და შესაბამისად, მასზე აქციზის გადასახადი დღეს დადგენილზე ნაკლები უნდა იყოს.

„ამ ეტაპზე ვმუშაობთ სპეციალისტებთან. ინიციატივა, დაახლოებით, ახალი წლისთვის გვექნება მზად და შევიტანთ პარლამენტში. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ სახელმწიფო, რომ თხევადი გაზი ნაკლები ზიანის მომტანია გარემოსა და ეკოლოგიისთვის, ვიდრე - დიზელი და ბენზინი, შესაბამისად, აქციზის გადასახადის მოცულობა სწორედ გარემოზე ნეგატიური ზემოქმედებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს“, - განაცხადა ნარიმან ფირცხელიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა ივნისში დაჩქარებული განხილვის შედეგად თხევად გაზზე 2-ეტაპიანი დაბეგვრა გააერთიანა და აქციზის გადასახადი 300 ლარით განსაზღვრა.