მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჰოუმმეიდი”: გაყიდვებმა 60-70%-ით იკლო

6017eda36f9a8
თათია კაკიაშვილი
01.02.21 23:00
963

“ახალი წლების შემდეგ, ავეჯის გაყიდვებმა 60-70%-ით იკლო. თითქმის წარმოუდგენელია, მომხმარებელმა ავეჯი ონლაინ იმის ნახევარი დატვირთვით მაინც იყიდოს, რასაც მაღაზიაში თუნდაც ახალი წლის პერიოდში ყიდულობდა”, - ამის შესახებ BMG-ის საქართველოში წარმოებული ავეჯის მაღაზიის “ჰოუმმეიდის” დირექტორმა, ზუკა ბადრიძემ განუცხადა. 

კომპანიაში აცხადებენ, რომ ადმინისტრაცია საკადრო ცვლილებებთან ერთად, სახელფასო ფონდის შემცირების საჭიროების წინაშე დადგა, რადგან “ჰოუმმეიდის” ავეჯის გაყიდვები ბოლო ორ თვეში, მინიმუმ, განახევრდა. 

“წინასწარი პროგნოზის გაკეთება ძალიან გვიჭირს, ამ ინდუსტრიაში უკვე წინასწარ მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე პროგნოზი შეუძლებელი გახდა. თანამშრომლები არაანაზღაურებად შვებულებაში გავუშვით და პანდემიის ზარალმა, ბუნებრივია, გავლენა სახელფასო ფონდზეც მოახდინა”, - განაცხადა ზუკა ბადრიძემ.  

“ჰოუმმეიდში” ამბობენ, რომ აქაც, ისევე, როგორც ბევრ სხვა ინდუსტრიაში, უცნობია, როდის შეძლებს სექტორი პანდემიამდელ ნიშნულზე დაბრუნებას.