გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე მთავრობის ახალ დადგენილებას გამოეხმაურა, რომლითაც ბენზინის საწვავის ხარისხობრივი ნორმები გამკაცრდა.
„მინდა გამოვეხმაურო საქართველოს მთავრობის ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას საავტომობილო ბენზინის ხარისხის ნორმების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირებაა ჰაერის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანა და ევროპულ სტანდარტებთან გატოლება. შესაბამისად, ის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობის სხდომაზე მიიღეს, არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ქალაქებში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდეს. ამით მიღწეული იქნება ჯანსაღი გარემო ჩვენი მოქალაქეებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჯანდაცვის, ასევე გარემოს დაცვის კუთხით.
საწვავის ხარისხის კონტროლი 2016 წლიდან დაიწყო. სახელმწიფო აკონტროლებს საწვავს მისი შემადგენლობის მიხედვით, იღებს ბენზინის სინჯებს ტყვიის, გოგირდის და ოქტანობის რიცხვების მახასიათებლების კუთხით, თითოეულ ბენზინგასამართ სადგურში მონიტორინგი კეთდება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, რომელიც ითვალისწინებს ბენზინის საწვავის ხარისხობრივი ნორმების კიდევ უფრო დაახლოებას და შესაბამისი ევროპული დირექტივით განსაზღვრული ყველა მახასიათებლის ნორმის დადგენას. კერძოდ, ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს დაემატა ახალი პარამეტრები, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს წვის პროცესს ავტოსატრანსპორტო საშუალებებში. შედეგად, შემცირდება ატმოსფერულ ჰაერში აზოტის დიოქსიდისა და ნახშირჟანგის გაფრქვევები და ეს ეტაპობრივად ხელს შეუწყობს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას.
ახალი პარამეტრების დამატება ბენზინის ფასზე გავლენას არ მოახდენს.
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე