მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის პერიოდში, ქართულმა სტარტაპებმა 25 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია მოიზიდეს - თურნავა

5fe087ebb7b76
ინგა მურუსიძე
21.12.20 17:44
808
პანდემიის პერიოდში, 2020 წელს ქართულმა სტარტაპებმა 25 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია მოიზიდეს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ეკონომიკის დიჯიტალიზაციას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, სტარტაპების განვითარებას.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ სპეციალური საგადასახადო რეჟიმი შემოიღო IT ინდუსტრიაში საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მქონე კომპანიებისთვის. მისი თქმით, ამის შედეგად, ორი საერთაშორისო კომპანია „ეპამი“ და „ექსადელი“ საქართველოს ბაზარზე შემოვიდა და, ჯამში, 2000-მდე ადგილობრივი პერსონალის დასაქმებას გეგმავენ.

ნათია თურნავას განცხადებით, მომავალში გაგრძელდება IT სპეციალისტების გადამზადების მასშტაბური პროგრამა და რეგიონალური ტექნოპარკების და უნივერსიტეტების ჩართულებით ახალი ინოვაციური იდეების მხარდაჭერის პროგრამები. მისივე თქმით, 2020 წელს ბათუმში, კასპსა და გურჯაანში ტექნოლოგიური პარკები გაიხსნა და ეს პროცესი გაგრძელდება.