მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენმდივნის ახალი სპეც. წარმომადგენელი ეწვევა

616da4cf78a6b
BM.GE
18.10.21 20:44
1017
19 - 20 ოქტომბერს, რეგიონული ტურნეს ფარგლებში,საქართველოს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის ახლად დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა ეწვევა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 19 ოქტომბერს, ხავიერ კოლომინა საგარეო უწყებაში შეხვედრას გამართავს საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან.

ამასთან, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

ხავიერ კოლომინა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან, თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.