მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა 2024 წლიდან სამედიცინო აღჭურვილობის რეგულირებას აპირებს

63a9c69d33b9a
BM.GE
26.12.22 20:30
876
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, 2024 წლიდან  სამედიცინო აღჭურვილობის და სამედიცინო სახარჯი მასალების რეგულირება სავალდებულო გახდება.

„ქვეყანაში წარმოებული თუ იმპორტირებული ნებისმიერი სახარჯი აღჭურვილობა თუ მასალა ჩვენ მიერ მკაცრად იქნება გაკონტროლებული, ვინაიდან ეს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მან ასევე სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების შესახებაც ისაუბრა და განმარტა, რომ სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებული ხუთი საერთაშორისო კომპანიიდან შეეძლებათ.

„მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის იანვრიდან, ყველა სამედიცინო დაწესებულება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობს, ვალდებულება ექნება, რომ საერთაშორისო აკრედიტაცია გაიაროს. სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ისარგებლონ. ეს ჩვენს მიერ შეთავაზებული ხუთი მააკრედიტებელი საერთაშორისო კომპანიიდან იქნება შესაძლებელი“,- განაცხადა აზარაშვილმა.