მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 24 საათში 467 ადამიანი აიცრა

6274efd211b67
მარიამ ვარადაშვილი
06.05.22 14:00
989

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში 467 ადამიანი აიცრა. 

6 მაისის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით მოზრდილი მოსახლეობის 44%-ია აცრილი, რაც 1 264 740 ადამიანს შეადგენს. მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 366 832 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 47.6%-ს შეადგენს. ბუსტერ დოზით [ვაქცინის მესამე დოზა] კი აცრილია 250 249 მოქალაქე. 

NCDC-ის ცნობითვე, 12-15  წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 238 მოზარდი, ხოლო სრულად აცრილია - 3 366 (1.9%). 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 708 (15.67%), სრულად აცრილია კი 11 228 (13.85%).