მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაციის შემდეგ დაყოვნების ოთახში მოცდის დრო 30-დან 45 წუთამდე იზრდება - თამარ გაბუნია

605af9288fa8f
ინგა მურუსიძე
24.03.21 12:37
763
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის შემდეგ დაყოვნების ოთახში მოცდის დრო 30-დან 45 წუთამდე იზრდება.

როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ვაქცინაციის ცენტრებში სულ მცირე სამი ბრიგადა იქნება მობილიზებული და მეტი მოთხოვნის შემთხვევაში, ეს რაოდენობა კონკრეტულ ცენტრებში გაიზრდება.

მისივე ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს აცრის ცენტრებთან აქვს მოთხოვნები მოსაცდელ ოთახთან, შესასვლელთან, ასევე შოკის საწინააღმდეგო მზაობასთან დაკავშირებით.

„ბრიგადები, რომელიც მობილიზებული უნდა იყოს „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციის ცენტრების ადგილზე, ეს არის სულ მცირე 3 ბრიგადა. იმის მიხედვით, როგორი იქნება მოთხოვნა, დაწესებულებებთან ვიმსჯელებთ იმაზე, რომ მათ მოახდინონ კიდევ დამატებითი ბრიგადების მობილიზება, რადგან არ შეიქმნას შეფერხება და რიგები. კიდევ ერთი სიახლე მოთხოვნებში არის 30 წუთის ნაცვლად 45 წუთი დაყოვების პერიოდი ვაქცინაციის შემდეგ, ორივე ვაქცინის შემთხვევაში“, - განაცხადა გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის, ხვალიდან "ასტრაზენეკასთან" ერთად, "ფაიზერის" ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი.