მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტომ ტურისტული კომპანია დააჯარიმა

6332a7112b879
მარიამ ვარადაშვილი
27.09.22 12:11
614

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ტურისტულ სექტორში დაწყებული მოკვლევა დაასრულა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადასტურა. 

უწყების ცნობითვე, საკითხი ეხებოდა თბილისში, ტურისტებისთვის, ქალაქის ტურის მომსახურების სექტორში ორი კომპანიის დავას. 

“კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ დამუშავებული მასალების შედეგად, დადასტურდა მომჩივანის იდენტური სასაქონლო ნიშნებისა და სატრანსპორტო საშუალებების იერსახის უკანონო გამოყენება. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოპასუხე კომპანიას ფინანსური სანქცია დაეკისრა და კანონდარღვევის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა დაევალა”,-აცხადებენ სააგენტოში. 

ამას გარდა, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წელს დაასრულა ერთი მოკვლევა - სადაზღვევო/ჰოსპიტალურ სექტორში დომინანტური მდგომარეობის სავარაუდოდ ბოროტად გამოყენების ფაქტზე. დარღვევა არ დადასტურდა, თუმცა ამბულატორიულ დაწესებულებებზე 2 რეკომენდაცია გაიცა. 

ამ დროისთვის, სააგენტო მოკვლევის 3 საქმეს განიხილავს - საავტომობილო საწვავის ბაზარზე შეთანხმებული ქმედების  სავარაუდო ფაქტს; სათარჯიმნო სექტორში - დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და შეთანხმებული ქმედების სავარაუდო შემთხვევას და ავტო მომსახურების სექტორში - ადმინისტრაციული უწყების მხრიდან, კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო ფაქტს.