მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ეს რთული კვირა იყო” - მარკ ცუკერბერგის მორიგი ახსნა-განმარტება

615d6117d0f70
შოთა ტყეშელაშვილი
06.10.21 12:47
1069
Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი მორიგ ახსნა-განმარტებას აკეთებს. გამოქვეყნებული პოსტით ის "ფეისბუქის", "მესენჯერის", "ინსტაგრამის", "ვოთსაფისა" და სხვა სერვისების გლობალურ გათიშვას და ასევე სენატში მიმდინარე მოსმენას შეეხო.

ცუკერბერგი წერს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში კომპანიამ ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რათა მომავალში მსგავსი გათიშვები თავიდან იქნეს აცილებული.

“მოგესალმებით ყველას, ეს რთული კვირა იყო და მსურს, რამდენიმე მოსაზრება გაგიზიაროთ. პირველ რიგში, გათიშვა, რამაც ჩვენი ყველა სერვერი გააჩერა იყო ყველაზე უარესი, რაც კი წლების განმავლობაში გვქონია. ბოლო 24 საათი დავხარჯეთ იმისთვის, რათა განვიხილოთ და მოვამზადოთ ჩვენი სისტემები მსგავსი ჩავარდნის წინააღმდეგ. გათიშვა ასევე იყო შეხსენება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის საქმე, რასაც ვაკეთებთ ხალხისთვის. მსგავსი გათიშვა არ არის ჩვენი შეშფოთების მიზეზი არა იმიტომ, რომ მომხმარებელი ჩვენ კონკურენტ სერვისებზე გადაერთვნენ ან ის თუ რამდენ ფულს ვკარგავთ, არამედ იმიტომ, რომ ადამიანები ჩვენ სერვისებზე არიან დამოკიდებული თავიანთ ახლობლებთან კომუნიკაციისთვის ან მათი ბიზნესების სამართავად ან მათი ბიზნესის მართვისთვის ან მათი საზოგადოების მხარდაჭერისთვის", - წერს ცუკერბერგი.

მეორე საკითხი, რასაც ცუკერბერგი შეეხო, სენატში მიმდინარე მოსმენაა, რაც კომპანიის ყოფილი თანამშრომლის, ფრენსის ჰოგენის მიერ მამხილებლის სტატუსით გასაჯაროებულ მონაცემებს უკავშირდება. ჰოგენს მიაჩნია, რომ Facebook-ის პროდუქტები თინეიჯერებს ზიანს აყენებს, განხეთქილებას იწვევს და ამერიკის დემოკრატიას ასუსტებს.

მარკ ცუკერბერგის თქმით, Facebook-ი მომხმარებლის უსაფრთხოებას და მენტალურ ჯანმრთელობას უფრთხილდება და დიდ ყურადღებას აქცევს, რასაც ისიც ადასტურებს, რომ კომპანია ამ მიმართულებით არაერთ კვლევას ატარებს.

“ბრალდებების დიდი ნაწილი საერთოდ აზრს მოკლებულია. თუკი ჩვენ მეცნიერული კვლევების იგნორირება გვსურდა, მაშინ რატომ შევქმნიდით ინდუსტრიაში მოწინავე ხარისხის სამეცნიერო პროგრამას მსგავსი კვლევებისთვის? თუკი ჩვენ არ გვენდომებოდა მავნე და ცრუ ინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, მაშინ რატომ დავასაქმებდით ამ მიმართულებით იმაზე მეტ ადამიანს, ვიდრე ნებისმიერი სოციალური ქსელი ასაქმებს”, - წერს ცუკერბერგი.