მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელთან შედარებით ბინების ფასი ლარებში 12%-ით გაიზარდა

60866c95e6c06
შოთა ტყეშელაშვილი
26.04.21 11:48
1019
საქსტატმა დღეს უძრავი ქონების ბაზრის ანალიზი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი გაიზარდა. ანგარიშის თანახმად, ბინების ღირებულების ინდექსი 2021 წლის პირველ კვარტალში 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 12%-ით არის გაზრდილი. ეს ცვლილება ლარებში გამოხატულ უძრავი ქონების ფასს ასახავს და მისი მთავარი გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებაა, რადანაც, როგორც წესი, დეველოპერები და რეალიზატორები უძრავი ქონების ფასებს არა ლარში, არამედ დოლარში ადგენენ.

ანგარიშში წარმოდგენილია თბილისის უძრავი ქონების ფასები უბნების მიხედვით. ახალაშენებეულ სახლებში კვადრატულ მეტრზე ყველაზე მაღალი ღირებულება მთაწმინდაზე დაფიქსირდა, სადაც ერთი კვადრატული მეტრი საშუალოდ 4,236 ლარი ღირს, ყველაზე დაბალი ფასი კი სამგორშია, სადაც კვადრატული 2,359 ლარი ღირს. 

კვადრატული მეტრის ფასი ახალაშენებულ კორპუსებში ლარებში თბილისის უბნების მიხედვით:

მთაწმინდა - 4,236 ლარი;
ვაკე - 3,774 ლარი;
საბურთალო - 3,236 ლარი;
ჩუღურეთი - 3,211 ლარი;
კრწანისი - 3,000 ლარი;
დიდუბე - 2,929 ლარი;
ნაძალადევი - 2,571 ლარი;
ისანი - 2,529 ლარი;
გლდანი - 2,490 ლარი;
სამგორი - 2,359 ლარი;

"აღნიშნული ფასი წარმოადგენს გასაყიდ, ე.წ. შეთავაზების ფასს. მონაცემები მიღებულია ვებგვერდებიდან ინფორმაციის ავტომატური ჩამოტვირთვის და ფასების მედიანური მნიშვნელობების გაანგარიშების გზით",- ნათქვამია საქსტატის ანგარიშის მეთოდოლოგიაში.