მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ საკითხებს მიიჩნევენ გლობალური ლიდერები მთავარ გამოწვევებად?

636a3d6931c89
გიორგი თოლორდავა
08.11.22 23:45
611
სწრაფად მზარდი ინფლაცია, სავალო კრიზისი და რეცესია - ეს იმ რისკების მცირე ჩამონათვალია, რომელთაც "დიდი ოცეულის" წევრი სახელმწიფოების ლიდერები მსოფლიოს წინაშე არსებულ უმთავრეს გამოწვევად ასახელებენ.

World Economic Forum-ის მიერ ჩატარებული კვლევიდან ვიგებთ, რომ სამომხმარებლო ფასები არა მხოლოდ რეგიონის, არამედ გლობალური პრობლემაა, რომელსაც ეკონომისტების 37% ყველაზე რთულ გამომწვევადაც კი მიიჩნევს.

გამოკითხულთა 21% მთავარ გამოწვევად ვალდებულებების ზრდას და პოტენციურ სავალო კრიზისს ასახელებს, რომლის სათავეც პანდემია და მსოფლიოს მასშტაბით უპრეცედენტოდ შემსუბუქებული მონეტარული პოლიტიკა გახდა.

ძირითადი გამოწვევების სამეულშია გეოპოლიტიკური ვითარების დაძაბვისა და ესკალაციის რისკები, განსაკუთრებით კი ევროპისა და აზიის რეგიონში. აგრეთვე ეკონომისტთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ რეცესიის განვითარების რისკები ამჟამად უჩვეულოდ მაღალია.

გასულ წლების შედეგებთან შედარებით, გარემოსდაცვითმა, სოციალურმა და კიბერუსაფრთხოების საკითხებმა უკანა ფლანგზე გადაინაცვლა. ექსპერტების შეფასებით, მოკლევადიანი, მწვავე და მყისიერი პრობლემები უფრო დიდ ყურადღებას იქცევენ, ვიდრე გრძელვადიანი გამოწვევები, რაც, საბოლოო ჯამში, საზოგადოების განწყობასა და კანონმდებლების სტრატეგიაზეც მკაფიოდ აისახება.