მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარ-თებერვალში ბინების გაძვირების გამო, მარტში მოთხოვნა შემცირდა - myclient.ge-ს მენეჯერი

64258f8d85c77
გიგა ბენია
30.03.23 22:46
3630
უძრავი ქონების ასოციაციაში აცხადებენ, რომ გასაყიდ ბინებზე მოთხოვნა შემცირდა. როგორც myclient.ge-ს მენეჯერი BMG-თან აღნიშნავს, იანვარ-თებერვალში ბინების გაძვირების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენა უჭირთ. მოთხოვნა შემცირებულია რუსეთის მოქალაქეების მხრიდანაც.

„ორი თვის წინ დიდი მოთხოვნა იყო, მარტში კი შემცირდა. ორი თვის წინ რა ფასებიც იყო, იგივეა ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ გვეგონა ბინები მარტშიც გაძვირდებოდა. მაგალითად, ადამიანები, რომლებიც ბინებს ყიდდნენ და შემდეგ ალტერნატიულ ფართს ყიდულობდნენ, უძრავ ქონებას აღარ ყიდიან, რადგან კატასტროფულად გაზრდილი ფასების ფონზე, ალტერნატიულ ფართს ვეღარ პოულობენ. საინვესტიციოდ ვინც ყიდულობდა ბინებს, ისინიც ვეღარ ყიდულობენ.

რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეებს. თუ, მაგალითად, ვაკეში 60 კვადრატულ ბინას ათასად ყიდულობდნენ, ახლა ამის საშუალება აღარ აქვთ. მათი მხრიდანაც შემცირებულია მოთხოვნა“, - აცხადებს თამარ რეხვიაშვილი.

თამარ რეხვიაშვილი აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ბინებზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ფასების განსაზღვრა, მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული.

„ადამიანები, ჯერჯერობით, ვერ ეგუებიან გაზრდილ ფასებს. ამ ეტაპზე უძრავი ქონების გაძვირება არ იგეგმება, თუმცა, ვფიქრობ, არც გაიაფდება. რა იქნება მომავალში, ეს მომხმარებლებზეა დამოკიდებული,“- აღნიშნავს თამარ რეხვიაშვილი

"თიბის კაპიტალის" მონაცემებით, თებერვალში მხოლოდ თბილისში 3383 ბინა გაიყიდა, რაც იანვართან შედარებით 19%-ით მეტია. გასულ თვეში ბინების ფასებიც გაიზარდა და საშუალო გასაყიდი ღირებულება1136 დოლარს გაუტოლდა.