08.დეკემბერი .2022 12:41

კანადის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა

კანადის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა
views 531
უკან

კანადის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, კომიტეტის ბოლო შეხვედრაზე რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 50 საბაზრო პუნქტით გაიზარდა.

საერთო ჯამში, წლის განმავლობაში ცენტრალურმა ბანკმა ძირითადი განაკვეთი 0.25%-იანი ნიშნულიდან 4.25%-მდე გაზარდა, რაც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების რეკორდული ტემპია.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდა 7%-იანი ინფლაციითაა განპირობებული. ცენტრალური ბანკის წარმომადგენლობის განმარტებით, სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი ნელდება, რაც აჩენს იმის შესაძლებლობას, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპიც შენელდეს.

ექსპერტების შეფასებით, ცენტრალური ბანკი განაკვეთს იანვარშიც გაზრდის, თუმცა არა 50, არამედ 25 საბაზო პუნქტით, ამის შემდეგ კი მოსალოდნელია, რომ ბანკი განაკვეთის უცვლელად დატოვების პოლიტიკაზე გადაერთოს, სანამ ინფლაციური წნეხი საბოლოოდ არ დაიძლევა.