მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამყრელიძე და ცერცვაძე პანდემიის დროს წყლის ჭავლის გამოყენებაზე დასმულ კითხვას არ პასუხობენ

5fa858ab91df7
თელარა გელანტია
09.11.20 00:29
7135
რამდენიმე საათის წინ შსს-მ ცესკოთან მიმდინარე აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა, თანაც ისე, რომ ხმოვან გაფრთხილებას ადგილი არ ჰქონია.

ტელეკომპანია „მთავარი“ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ თენგიზ ცერცვაძეს და NCDC-ის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძეს დაუკავშირდა და ორივეს იდენტური კითხვა დაუსვა: ნოემბერში ადამიანების წყლის ჭავლით დაშლა საფრთხეს შეუქმნის თუ არა მათ ჯანმრთელობას და რა რისკებს შეიცავს ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით? შექმნის თუ არა დამატებით გართულებებს?

თენგიზ ცერცვაძე: „ვერ გეტყვით. ეპიდემიოლოგიური სკითხები NCDC-ის კომპეტენციაა და მათ ჰკითხეთ. ჩემი კომპეტენციაა, ავადმყოფის მკურნალობა და თქვენ რასაც მეკითხებით, მაგაში ექსპერტად ვერ გამოვდგები“.

ამირან გამყრელიძე: „ამ ტიპის კითხვებზე მე პასუხს არ ვიძლევი... მე მკითხეთ როგორია ქვეყანაში ეპიდსიტუაცია... რასაც თქვენ მეკითხებით, ეს სხვა ტიპის პოლიტიკური კითხვაა, მე პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ“.

ცნობისთვის: შსს-ს გაფრთხილების მიუხედავად, ცესკოთან აქცია გრძელდება. მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები დაშლას არ აპირებენ. მათი ერთ-ერთი მოთხოვნაა, გადადგეს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია.