მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიები, რომლებმაც გამარტივებული შესყიდვებით ყველაზე მეტი თანხა მიიღეს - TI

6200c4ac76337
ინგა მურუსიძე
07.02.22 10:55
936
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს ინფორმაციას იმ კერძო კომპანიების შესახებ, რომლებმაც 2021 წელს ყველაზე მეტი თანხა მიიღეს, გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვებით.

გამარტივებული შესყიდვა არის სახელმწიფო შესყიდვის ფორმა, როდესაც ხელშეკრულება ამა თუ იმ მიზეზით კონკრეტულ კომპანიასთან პირდაპირ, კონკურსის გარეშე იდება. ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები ხშირად მიუთითებენ, რომ გამარტივებული შესყიდვები ერთი მხრივ, კორუფციის მაღალი რისკის შემცველია, მეორე მხრივ კი სახელმწიფოს დაზოგვის საშუალებას აღარ აძლევს, რადგანაც კონკურსი არ ცხადდება და კონკურენციაც არ არსებობს.

აღსანიშნია, რომ ინფორმაციის წყაროა "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ვებ-პორტალი www.tendermonitor.ge, რომელიც მომხმარებლებს სახელმწიფო კონტრაქტების ძიებისა და მონიტორინგის საშუალებას აძლევს.

კომპანიების პირველი ათეული ასე გამოიყურება:

"კავკასუს როუდ პროჯექტ" - 12.5 მლნ
"მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი" - 11.6 მლნ
"ვია დისტრიბუცია" - 6.4 მლნ
"უნივერსალ სპირიტს" - 5.8 მლნ
"ინგლიშ ბუქ ედუქეიშენ" - 5.0 მლნ
სამშენებლო კომპანია „მამისონი“ – 4.7 მლნ
"ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" - 4.5 მლნ
"ინსი" - 4.5 მლნ
"ომნეს ტური" - 4.1 მლნ
"სილქნეტი" - 3.8 მლნ