„მომავალი პანდემიები შეიძლება იყოს უფრო ლეტალური, ვიდრე მიმდინარე Covid კრიზისი“, -ეს გაფრთხილება Oxford-AstraZeneca ვაქცინის ერთ-ერთ შემქმნელს სარა ჯილბერტს ეკუთვნის. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პროფესორმა გილბერტმა განაცხადა, რომ პანდემიისთვის მზადყოფნისთვის საჭიროა მეტი დაფინანსება, რათა არსებული მიღწევები არ დაიკარგოს.
ჯილბერტმა ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინები შეიძლება, ომიკრონის ვარიანტის წინააღმდეგ ნაკლებად ეფექტიანი იყოს.
”ეს არ იქნება ბოლო შემთხვევა, როდესაც ვირუსი ჩვენს სიცოცხლეს და საარსებო წყაროს საფრთხეს უქმნის. სიმართლე ისაა, რომ შემდეგი შეიძლება იყოს უარესი - ის იქნება უფრო გადამდები, ან უფრო ლეტალური, ან ორივე ერთად. უზარმაზარი ეკონომიკური ზარალი, რომელიც უკვე განვიცადეთ, ნიშნავს, რომ დაფინანსება ჯერ კიდევ არ არის საკმარისი პანდემიისთვის მზადყოფნისთვის“, - განაცხადა სარა ჯილბერტმა.
რაც შეეხება ვირუსის ახალ შტამს, ომიკრონზე საუბრისას პროფესორმა ჯილბერტმა განაცხადა, რომ მისი ცილა შეიცავს მუტაციებს, რომლებიც ვირუსის გადაცემა-გავრცელებას აძლიერებს, ამიტომ მოსახლეობის მხრიდან უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად უნდა იქნას დაცული.