"გურჯაანის შემოვლითი გზა, რომელიც დღეს გავხსენით, სხვა ფაქტორებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია საგზაო უსაფრთხოების და ეკოლოგიის თვალსაზრისით, რადგან აქამდე, ქალაქს სატრანზიტო მოძრაობა ტვირთავდა, ახლა კი ეს პრობლემა მოგვარებულია", - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
„საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება უმნიშვნელოვანესია ლოჯისტიკური თვალსაზრისით და ამ კუთხით ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ კახეთის რეგიონში. გამორჩეული პროექტია კახეთის ავტომაგისტრალი, 85 კმ-იანი თბილისი-ბაკურციხის გზა, საიდანაც 35 კმ -ზე ტენდერები უკვე გამოცხადებულია და იმ ფორმით არის წარმოდგენილი, რომ ქართულ სამშენებლო კომპანიებს დამოუკიდებლად შეეძლებათ მონაწილეობის მიღება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის. ამ და სხვა პროექტებს, ჯამში, მხოლოდ მშენებლობის ნაწილში, დაახლოებით 2 მილიარდი ლარი მოხმარდება, რაც სრულიად ახალ შესაძლებლობებს გააჩენს რეგიონში,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად გზის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი საქართველოში, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
„საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს უწყობს ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკურ განვითარებას და მსოფლიო ბანკი სწორედ ამიტომ ეხმარება საქართველოს მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებაში. არსებობს მოლოდინი, რომ ახლო მომავალში კახეთი და სხვა რეგიონები უფრო მიმზიდველი გახდება ტურისტული თვალსაზრისით და გარდა ამისა, ეს პროექტები საინტერესოა სატრანზიტო მოძრაობის განვითარების კუთხით, რაც ნიშნავს სავაჭრო და სხვა სახის ურთიერთობების გაღრმავებას მეზობელ ქვეყნებთან,“ - განაცხადა "მსოფლიო ბანკის" პროგრამების ხელმძღვანელმა აბდულაზიზ ფაგიმ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე