მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოსა და ფინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები კარგია, მაგრამ ძალიან მწირი" - ფინელი დიპლომატი

6357bd79c4c21
მარიამ ვარადაშვილი
25.10.22 15:00
638

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინა ვასკუნლატი აცხადებს, რომ საქართველო-ფინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა უნდა გაიზარდოს და ბიზნეს ფორუმის ჩატარების მიზანიც სწორედ ეს იყო.

"საქართველოსა და ფინეთს შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობები კარგია, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა, რომ ისინი ძალიან მწირია. სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია და სულ რაღაც ოცი მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს. ამგვარად, ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ, ეს მაჩვენებელი რომ გავზარდოთ. დღეს აქ, სწორედ ამ მიზნით შევიკრიბეთ", - აცხადებს ის.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, საქართველოსა და ფინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა საკმაოდ მცირეა და ის წლიურად 21 მილიონ დოლარს არ აღემატება. ამასთან, სავაჭრო ბალანსი მკვეთრად ფინეთის მხარეს არის გადახრილი. 2021 წლის განმავლობაში ფინეთიდან იმპორტი 19.5 მილიონი დოლარი, ექსპორტი კი 1 მილიონი დოლარი იყო.