მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

HR-ის ბაზარზე ახალი ტიპის საკონსულტაციო კომპანია BBS შეიქმნა

5ef9fbe2522d3
ვიქტორია მღებრიშვილი
29.06.20 20:41
2204
პანდემიის პირობებში კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანური კაპიტალის სწორი და კორექტული მართვა, - ამის შესახებ HR საკონსულტაციო კომპანია BBS - Best Business Solutions-ში აცხადებენ, რომელიც ბაზარზე ახალი ტიპის კომპანიაა.

მათივე ცნობით, BBS კომპანიებს მომსახურებას ორი ძირითადი მიმართულებით HR ადმინისტრირების აუთსორსინგი და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს.

„თანამედროვე ბიზნესი ყოველთვის ცდილობს დაზოგოს თანხა და აქცენტი მის ძირითად საქმიანობაზე გააკეთოს. HR აუთსორსინგი, ახალი ტრენდია, რომლის საჭიროება იზრდება ადამიანური რესურსების ადმინისტრირების საჭიროების გაფართოებასთან და მთლიანობაში ადამიანური კაპიტალის მართვის მნიშვნელობის გაზრდასთან ერთად.

ხშირია შემთხვევები, როდესაც მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს არ ჰყავთ ადამიანური რესურსების მენეჯერი (ან მცირე HR გუნდი აქვს), შესაბამისად არ ხდება შრომის კოდექსის მოთხოვნების დაცვა, რაც მათ ფინანსური და სამართლებრივი რისკების წინაშე აყენებს. ბევრია მაგალითი იმისა, როცა არასწორედ გათავისუფლებული თანამშრომლები სასამართლოში ჩივიან და კომპანიას ფინანსურ სანქციას აკისრებენ.

მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ აუთსორსინგით მომსახურებისას, თქვენ იღებთ მაღალპროფესიონალურ მომსახურებას შედარებით დაბალ ფასად.

ჩვენი პროფესიული გუნდი დაგემარებათ შეიმუშაოთ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში არსებული, ინდივიდუალუად თქვენს რეალობასა და საჭიროებაზე მორგებული პოლიტიკები და შესაბამისი დოკუმენტაცია, ასევე შეიმუშავოთ და დანერგოთ ბიზნეს-პროცესები.

ჩვენ უზრუნველვყოფთ შრომის კოდექსის მოთხოვნების და თქვენი კომპანიის ინტერესების დაცვას. ასეთ ვითარებაში, კომპანიას შეუძლია მეტი დრო დაუთმოს ბიზნესის განვითარებას, აიცილოს HR ადმინისტრაციულ მართვასთან და Payroll-თან დაკავშირებული რუტინა, შეხვდეს მომზადებული ნებისმიერ მაკონტროლებელს, შეამციროთ ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და ფინანსური რისკები, მინიმუმამდე დაიყვანოთ არასწორად გაშვებული თანამშრომლის მიერ სასამართლოში ჩივილის და ფინანსური სანქციების რისკი, გამორიცხოს ხელფასის არასწორი/ზედმეტი დარიცხვა და დაზოგოთ თანხა.

ჩვენი გუნდი ყოველთვის მზადაა გრძელვადიანი და პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებით, ხელი შეუწყოს თქვენი კომპანიის განვითარებას და რესურსების დაზოგვას“, - განმარტავენ კომპანიაში.