23.მაისი .2022 23:23

HR მენეჯერის 70% ამბობს, რომ დაქირავების "ხარჯი" გაეზარდათ - მედეა ტაბატაძე

HR მენეჯერის 70% ამბობს, რომ დაქირავების "ხარჯი" გაეზარდათ - მედეა ტაბატაძე
views 900
უკან

პანდემიის პერიოდში სამსახური არაერთმა ადამიანმა დაკარგა ან დატოვა და მათი ნაწილის ქვეყნიდან გადინება მოხდა. არაერთი სექტორის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ თანამშრომლების დაბრუნება უფრო ძვირი უჯდებათ ვიდრე მანამდე იყო. ეს იმით აიხსნება, რომ პანდემიის შესუსტების შემდეგ შრომის ბაზარზე მუშახელზე მოთხოვნა გაიზარდა, მაგრამ შემცირებულია მიწოდება. 

საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია Insource- ის მმართველი პარტნიორი მედეა ტაბატაძე აღნიშნულ სიტუაციას თანამშრომლების დაქირავების გაძვირებით ხსნის.

„რამდენიმე თვის წინ გვქონდა მცირე გამოკითხვა, რადგან ყველა წუხდა და დღემდე წუხს, რომ რთული გახდა თანამშრომლის დაქირავება. გამოკითხვაში ერთ-ერთი კითხვა იყო - გაგეზარდათ თუ არა დაქირავების ხარჯი? HR მენეჯერების 70% ამბობს, რომ ნამდვილად გაუძვირდათ. თანამშრომლობის წამოწყების ხელფასი შეცვლილია და კიდევ გაიზრდება, რადგან სამუშაოს რაოდენობა იზრდება, იზრდება კონკურენციაც და საკმარისი რესურსი არ არის“, -აღნიშნა მან. 

მედეა ტაბატაძის თქმით, 2021 წლის მაისის შუა რიცხვებიდან შრომით ბაზარზე სამუშაო ადგილები საგრძნობლადაა გაზრდილი.

"2020 წელს დასაქმების აქტივობა ძალიან დაბალი იყო. მცირე იყო სამუშაო ადგილების რაოდენობაც. უკვე 2020-2021 წლიდან სამუშაო ადგილების რაოდენობა ძალიან გაზრდილია, რადგან ცდილობენ [დამსაქმებლები] ის შედეგები დააბრუნონ, რაც პანდემიამდე ჰქონდათ, ანუ აღადგინოს დანაკარგები და მოგება ნახონ. 2021 წლის მაისის შუა რიცხვებიდან სამუშაო ადგილების გამოცხადების გარკვეული ზრდა შეინიშნებოდა და უკვე დასასრულისკენ დიდი აქტივობა იყო", - განაცხადა საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია Insource-ის მმართველმა პარტნიორმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა