მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

HR პროფესიონალთა ასოციაციამ კამპანია "ადამიანი - ადამიანისთვის" წარმოიწყო - ვის ეხება ის?

5e7c8ba22df3a
ვიქტორია მღებრიშვილი
26.03.20 21:40
2388
საქართველოს HR პროფესიონალთა ასოციაციამ (HRPA) უკვე სამი დღეა, რაც კამპანია ადამიანი - ადამიანისთვის წარმოიწყო (H4H).

ამის შესახებ BM.GE-ის HR პროფესიონალთა ასოციაციის პრეზიდენტმა და H4H კამპანიის ერთ-ერთმა ინიციატორმა სერგო ნოზაძემ განუცხადა. იდეის ავტორებმა გადაწყვიტეს, ხელი შეეწყოთ კომპანიებისთვის, რომელთაც მოუწიათ თანამშრომლების სამსახურებიდან გათავისუფლება, ადამიანებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახურები და ხელფასის გარეშე დარჩნენ და იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც ჯერ კიდევ სჭირდებათ თანამშრომლები.

„კამპანია 2020 წლის 23 მარტს დავიწყეთ, იდეა კი დაიბადა მას შემდეგ, რაც მსოფლიოში განვითარებულმა პანდემიურმა პროცესებმა საქართველოში ნეგატიური გავლენა მოახდინა ძალიან ბევრ კომპანიებზე სხვადასხვა სფეროებიდან, მათ შორის მომსახურების სფეროებზე.

კამპანიის მიზანი ადამიანების დასაქმების ხელშეწყობა, რომელთაც პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური პროცესების მიზეზით დაკარგეს სამუშაო ან შეუჩერდათ თანამშრომლობა. ამასთან, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება - წამყვანი კომპანიებისა და ექსპერტების გამოცდილებისა და ცოდნების გაზიარება, რომელიც დაეხმარება ბიზნეს სუბიექტებს, ბიზნეს უწყვეტობის მიმართულებით, მათ შორის თუ როგორ გაართვან თავი პანდემიის მიზეზით შექმნილ გამოწვევებს კომპანიებში და მათ გუნდებში.

კამპანია აერთიანებს სხვადახვა რეკრუტინგულ ორგანიზაციებს, ასევე იმ კომპანიებს რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა დაასაქმონ მოქალაქეები, რომელთაც ამ პერიოდში დაკარგეს სამუშაო ან მათთან დროებითი თანამშრომლობის შეჩერების გამო შეუწყდათ შემოსავალი.

დასაქმების ხელშეწყობა ხდება 2 სხვადასხვა მიდგომით: ადამიანების ტრანსფერი (PEOPLE TRANSFER) ორგანიზაციიდან - ორგანიზაციაში გადაყვანის და მათი ალტერნატიული დასაქმების ხელშეწყობა ორი დაინტერესებული მხარის დაკავშირებითა და მონაცემების გაზიარებით. ასევე იმ მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობა, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო, შეუწყდათ შემოსავალი და მიმართავენ სხვადასხვა რეკრუტინგულ კომპანიებს დასაქმებისთვის“, - განმარტა სერგო ნოზაძემ.

მისივე თქმით, კომუნიკაცია ყველა მხარესთან საკმაოდ აქტიურია და თავად კომპანიებშიც ამ კამპანიის მიმართ ინტერესი დიდია.

„დღეის მდგომარეობით, კამპანიაში ჩართულია 90-მდე ორგანიზაცია, სხვადასხვა დარგის ექსპერტები და საინიციატივო ჯგუფები. აქვე ერთიანდებიან ის კომპანიები, რომლებიც ეხმარებიან ეხმარებიან ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობების მოძიებაში (ჩვენ მათ “დონორ” ორგანიზაციებს ვეძახით) და ასევე კომპანიები რომლებსაც აქვთ ვაკანტური პოზიციები და მზად არიან დღესვე დაასაქმონ ადამიანები (ანუ “რეცეპიენტი” ორგანიზაციები) .

როგორც კამპანიის ერთ-ერთი ინიციატორი ამბობს, პროცესი უკვე აქტიურად მიმდინარეობს და იმედოვნებს, რომ შედეგიც შესაბამისი იქნება.

„დასაქმების ხელშეწყობის პროცესი უკვე დაწყებულია! ბაზების დამუშავება და სრულყოფა ყოველდღიურ რეჟიმში ხდება. ძალიან მნიშვნელოვანია იმ ორგანიზაციების აქტიურობა, რომელთაც ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლეს თანამშრომლობის გაგრძელება მათ კოლეგებთან. მნიშვნელოვანია, რომ ამ კომპანიებმა მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ კოლეგებზე, რათა ჩვენ შეძლებისდაგვარად სწარაფად შევძლოთ ამ ადამიანების დახმარება - ჩვენი საერთო მიზანი ხომ ისაა, რომ ხელი შევუწყოთ ადამიანებს დასაქმებაში, რათა ისინი არ დარჩნენ შემოსავლის გარეშე ასეთ დროს“, - უთხრა BM.GE-ის სერგო ნოზაძემ.

დეტალებისთვის შეგიძლიათ კამპანიის გვერდს www.h4h.ge, ან https://bit.ly/2UGv8H6 ეწვიოთ.