მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

HRM სააგენტო Hiro - გუნდი, რომელიც ბიზნესის წარმოებას გიმარტივებთ

643fcd3f129cf
BM.GE
19.04.23 15:10
1697
ადამიანური რესურსების მართვა, როგორც ბიზნესის წარმოების განუყოფელი და უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ბოლო წლებია სულ უფრო აქტუალური ხდება, რაც თავის მხრივ გამოწვეულია შრომის ბაზარზე შექმნილი მოცემულობით, ასევე, ბიზნესის მართვის და ადმინისტრირების დახვეწითა და განვითარებით.

HR საკითხების აქტუალობის ზრდასთან ერთად გაიზარდა HRM სააგენტოების მომსახურებაზე მოთხოვნა. ამ და სხვა საკითხებზე HRM სააგენტო Hiro-ს ხელმძღვანელს, მარიამ მეტონიძეს ვესაუბრეთ.

HRM სააგენტო Hiro აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte-ს შვილობილი ბრენდია. კომპანია ბაზარზე 3 წელია არსებობს და ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ საინტერესო გამოცდილება და მოზრდილ პორტფელიც დააგროვა.

მარიამ, მოგვიყევით Hiro-ს შესახებ, რა მომსახურებებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

Hiro-HRM სააგენტოა, რომელიც ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ კომპლექსურ სერვისებს სთავაზობს მომხმარებლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით.

ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ორგანიზაციებს ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული ყველა პროცესის ეფექტურად მართვაში და ბიზნესებს მივცეთ შესაძლებლობა HR-თან დაკავშირებულ გამოწვევებს თავი მარტივად გაართვან.

Hiro მომხმარებელს შემდეგ მომსახურებას სთავაზობს:

• HR აუდიტი
• HR ადმინისტრირება
• რეკრუტინგი
• ონბორდინგი - თანამშრომლის ადაპტაციის სისტემა
• ორგანიზაციული სტრუქტურის მოწყობა
• HR ბრენდინგი
• სამოტივაციო და შეფასების სისტემა
• სწავლებისა და განვითარების სისტემა
• HR სერვისების აუთსორსინგი

ჩამოთვლილი HR სერვისები ორგანიზაციის გამართული და ეფექტური ფუნქციონირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ასევე, ჩვენი ჯგუფის წევრი კომპანიის, საგანმანათლებლო ჰაბის erudio-ს დახმარებით, ჩვენივე პარტნიორების კორპორაციული საჭიროებებიდან გამომდინარე, ვაორგანიზებთ თემატურ ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით.

ვეხმარებით დასაქმების მაძიებლებსაც - სხვადასხვა სოციალური აქტივობების მეშვეობით ვცდილობთ კანდიდატები სასურველ დამსაქმებელთან დავაკავშიროთ.

Hiro-სთან თანამშრომლობა შესაძლებელია, როგორც ერთჯერადად ორგანიზაციის კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე, ასევე გრძელვადიანად, რაც კომპანიაში სრულყოფილი და კომპლექსური HR სისტემის შემუშავებას, იმპლემენტაციას და მართვას მოიაზრებს.

Hiro-ს სოციალურ ქსელებში შეგიძლიათ თვალი ადევნოთ როგორც კომპანიასთან, ისე საკანონმდებლო სიახლეებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რომელიც პირდაპირ თუ ირიბ კავშირშია HR სფეროსთან - (https://www.facebook.com/Hirogeo)

რა უპირატესობები აქვს HR აუთსორსინგს?

Hiro საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ათეულობით კლიენტს ემსახურება და უწევს, მათ საჭიროებებზე მორგებულ კომპლექსურ მომსახურებას.
HR აუთსორსინგის უპირატესობები საკმაოდ ბევრია, თუმცა გამოვყოფდი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს:

• დამკვეთი იღებს სრულყოფილ მომსახურებას გუნდისგან და არა ერთ ადამიანისგან, მუდმივად საქმის კურსშია თანამედროვე ტენდენციების, ბაზარზე მიმდინარე მოვლენების და საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ
• HR აუთსორსინგი უზრუნველყოფს დამკვეთ ორგანიზაციაში HR დეპარტამენტის შეუფერხებელ და სწორად ფუნქციონირებას დამატებითი შიდა რესურსის გამოყენების გარეშე
• მეტი მოქნილობა გადაწყვეტილებებში, რადგან საჭიროების მიხედვით ხდება შესაბამისი მიმართულების პროფესიონალების მობილიზება.

როგორი ტენდენციაა ბაზარზე, იზრდება თუ არა მოთხოვნა HR აუთსორგინზე?

HR აუთსორსინგი სულ უფრო პოპულარული ხდება ყველა ზომის ბიზნესში, რადგან უფრო მეტი კომპანია აცნობიერებს HR ფუნქციების აუთსორსინგზე სარგებლობის უპირატესობას.

ჩვენი გამოცდილებაც თითქმის იგივეს გვეუბნება. თუმცა, მომართვიანობა ჯერჯერობით იზრდება რეკრუტინგის - განსაკუთრებით „მასრეკრუტინგი“ (ერთდროულად ბევრი თანამშრომლის მცირე დროში დაქირავება) და HR ადმინისტრირების, კუთხით რაზე მოთხოვნა, ვფიქრობთ სხვა ფაქტორებთან ერთად შრომის ინსპექციის აქტიურმა მონიტორინგმაც გამოიწვია.

აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ დაინტერესებული კომპანიების დიდი ნაწილი, სხვადასხვა რეგიონში ფუნქციონირებს, განსაკუთრებით გამოვყოფდი აჭარის რეგიონს, საიდანაც დაკვეთების ზრდის ტენდენცია ჩვენი კომპანიისთვის თვალსაჩინოა.

ძირითადი მიზეზები, რის გამოც ორგანიზაციები ირჩევენ HR აუთსორსინგს არის დროის დაზოგვა, ხარჯების შემცირება და პროფესიულ ექსპერტიზაზე წვდომა.

ვისთვის არის ეფექტური HR სერვისების აუთსორსინგი?

HR სერვისების აუთსორსინგი ყველა ზომის ბიზნესისთვის გამართლებულია. მცირე და საშუალო ბიზნესის შემთხვევაში HR აუთსორსიგი საუკეთესო საშუალებაა ერთდროულად მიიღონ პროფესიონალური მომსახურება და ამავდროულად შეძლონ დროითი და ფინანსური რესურსების ოპტიმიზაცია. ხოლო, მსხვილი კომპანიების შემთხვევაში HR აუთსორსინგი (მაგალითად რეკრუტინი, HR ადმინისტრირების წარმოება, PAYROLL) საუკეთესო საშუალებაა HR პროცესების გასამარტივებლად, კერძოდ HR სერვისების აუთსორსინგი, მსხვილ კომპანიაში დასაქმებულ HR პროფესიონალებს საშუალებას აძლევს გათავისუფლდნენ რუტინული საქმისგან, გამოითავისუფლონ საჭირო დრო და შესაბამისად ფოკუსირდნენ სხვა მნიშვნელოვან ბიზნეს პროცესებზე.

რა არის თქვენი გუნდის მთავარი უპირატესობა?

გარდა პროფესიონალიზმისა, სხვადასხვა კომპეტენციებისა და გამოცდილებისა, რაც აუცილებელია კონკურენტულ გარემოში წარმატებით ფუნქციონირებისთვის, მთავარი იარაღი, მაინც გულანთებული და მოტივირებული გუნდია. Hiro-ს გუნდის თითოეული წევრი უდიდეს როლს თამაშობს, როგორც Hiro-ს, ასევე ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების განვითარებასა და მშენებლობაში.

HR სისტემის შემუშავება და იმპლემენტაცია ორგანიზაციაში საკმაოდ რთული და კომპლექსური პროცესია. ჩვენ ვსწავლობთ პარტნიორი კომპანიის ღირებულებებს, გამოწვევებს, მიზნებს და ერთობლივი ძალისხმევით ვქმნით ხელშესახებ შედეგებს. ხშირ შემთხვევაში, მათთან ერთად ვეძებთ, ვაიდენტიფიცირებთ ვქნით იმ უნიკალურ ღირებულებებს, რაც თითოეულ ორგანიზაციას გააჩნია, თუმცა არ არის თვალსაჩინო და შესამჩნევი.

როგორია Hiro-ს გეგმები?

Hiro-ს გეგმები გრძელვადიანი და მასშტაბურია. დღესდღეობით ჩვენი გუნდი, ერთდროულად რამდენიმე მსხვილ პროექტზე მუშაობს, რაც საბოლოო ჯამში უნიკალურ HR ეკოსისტემას შექმნის და დიდ სარგებელს მოუტანს ჩვენს პარტნიორ კომპანიებს და HR აუთსორინსგულ მომსახურებას ქართულ ბაზარზე განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

განსაკუთრებით აღვნიშნავ HR პროგრამული უზრუნველყოფის და დასაქმების პლატფორმის პროექტებს, რომლის შესახებაც სიახლეებსა და დეტალურ ინფორმაციას ეტაპობრივად გავაჟღერებთ.

გარდა ძირითადი საქმიანობისა (HR აუსთოსორგინგი), Hiro მემორანდუმების ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებთან, როგორც უმაღლესი, ასევე პროფესიული მიმართულებით. აღნიშნული აქტივობების მიზანი, არა მხოლოდ სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობაა, არამედ მათთვის სხვადასხვა სახის მასტრეკლასების, ვორქშოპებისა თუ ტრენინგების ჩატარება, რაც სტუდენტების კარიერულ განვითარებაში დიდ როლს თამაშობს.

ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია HR სფეროს განვითარებაზე, ცნობიერების ამაღლებასა, და მიმდინარე ტენდენციების გაზიარების კუთხით სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება, რაც ერთის მხრივ ზრდის ჩვენს კომპეტენციასა და გამოცდილებას, ხოლო მეორეს მხრივ ეხმარება ჩვენს პარტნიორ კომპანიებს. სწორედ ამ მიზნით, ახლახანს Hiro–ს ორგანიზებით გაიმართა მასტერკლასების ციკლი სახელწოდებით “OUT OF FRAME HR“. სესიებზე, სხვადასხვა დარგის „ვარსკვლავმა“ სპეციალისტებმა ჩვენს ერთგულ აუდიტორიას გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, დაგვანახეს და აღმოგვაჩენინეს HR სფერო სხვადასხვა კუთხით, რისთვისაც კიდევ ერთხელ საჯაროდ ვუხდით მადლობას, თითოეულ მათგანს. მასტერკლასის თემები იყო:

• HR ბრენდინგი - თორნიკე გურული
• ქოუჩნგი და ორგანიზაციის ლიდერული სისტემა - გვანცა ბარაბაძე
• ენიაგრამა HR - ში - ილია ნიკაჭაძე
• ორგანიზაციული კრიზისი - გიორგი კალატოზიშვილი

იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულმა ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია, Hiro კვლავ და სისტემური ფორმით დააორგანიზებს მსგავსი ტიპის და უფრო მასშტაბურ ღონისძიებებს. ჩვენი შემდეგი გაჩერება ბათუმია (ღონისძიების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აუცილებლად გავაზიარებთ ჩვენს სოციალურ ქსელში).

Hiro აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte-ს შვილობილი კომპანიაა. Loialte-ს შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.loialte.com.ge


(რ)