მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჰუალინგ ჯგუფმა“ ჰიპერმარკეტ „მიჰაუსის“ ასაშენებლად 15 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა

5f11b01b97f60
ვიქტორია მღებრიშვილი
17.07.20 18:31
1696
„ჰუალინგ ჯგუფმა“ საქართველოში კიდევ ერთი მსხვილი პროექტი დაასრულა - ჰიპერმარკეტ „მიჰაუსის“ ასაშენებლად 15 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჰიპერმარკეტ „მიჰაუსის“ გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ეს ინვესტიცია ორმაგად მნიშვნელოვანია, ვინაიდან პროექტი საქართველოსა და მსოფლიოსთვის რთულ პერიოდში, პანდემიის დროს განხორციელდა. ნათია თურნავამ ასევე აღნიშნა, რომ მთლიანობაში „ჰუალინგ ჯგუფმა“ საქართველოში 600 მლნ დოლარზე მეტის ინვესტირება მოახდინა.

„პანდემიის პერიოდში განხორციელებული ჰუალინგ ჯგუფის ეს პროქტი და ინვესტიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა ეპიდემიოლოგურად და ბიზნესისთვის. ეს პროექტი, ასევე, ერთ-ერთი მაგალითია, როგორ შეიძლება ქართულმა ბიზნესმა, ინვესტორმა პრობლემა ახალ შესაძლებლობად აქციოს - იმის გამო, რომ ჰიპერმარკეტის დასრულება საგანგებო მდგომარეობას დაემთხვა და შეუძლებელი იყო ფიზიკური ვაჭრობა, ჰიპერმარკეტმა ფუნქციონირება ონლაინ რეჟიმში დაიწყო“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც კარგ, დადებით გაკვეთილს გამოვიტანთ პანდემიიდან და პანდემიის შემდეგ, მათ შორის ონლაინ, დისტანციური სერვისების დანერგვით.

ნათია თურნავას განცხადებით, ჰიპერმარკეტში, რომელიც 12 000 კვმ. ფართობზეა განთავსებული, იყიდება როგორც მთელი მსოფლიოდან წარმოდგენილი საშენი მასალები, ასევე ქართული მასალები. თუმცა სასურველია, უფრო მეტი ქართული საშენი მასალა იყოს წარმოდგენილი. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ „მიჰაუსის“ ჰიპერმარკეტში 150 ადამიანი დასაქმდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე.