მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჰუალინგ ჯგუფმა" მთავრობის მიერ შექმნილ "StopCov" ფონდში 100 000 ლარი გადარიცხა

5e7a4da6a80e1
BM.GE
24.03.20 23:30
931
სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში და კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, „ჰუალინგ ჯგუფმა“ მთავრობის მიერ შექმნილ “StopCov” ფონდში 100 000 ლარი გადარიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

გარდა ამისა, კომპანიამ 6 მარტს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს, სამედიცინო პერსონალისთვის საჭირო ბიოლოგიური უსაფრთხოების 500 სრული კომპლექტი გადასცა. 

„ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობა ძალიან ეფექტიან ზომებს მიმართავს. მიგვაჩნია, რომ ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც, თითოეულმა ჩვენთაგანმაც, შევიტანოთ წვლილი ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში“ - განაცხადეს ჰუალინგ ჯგუფში.

"ჰუალინგ ჯგუფის" განცხადებით, ის კიდევ ერთხელ, მზადყოფნას გამოთქვამს აქტიურად ჩაერთოს ვირუსის გავრცელების საფრთხის შემცირების პროცესში, რათა ქვეყანამ დროულად შეძლოს კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლა და ყოველდღიური ცხოვრება დაუბრუნდეს მშვიდ კალაპოტს.