ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე სააგენტოსთან - “აწარმოე საქართველოში” პარტნიორობისა და ქართული წარმოებების მხარდაჭერის ახალ პერსპექტივებზე საუბრობს.
“როგორც ხელისუფლების მიერ გაცხადებულ სტრატეგიაში, ისე კერძო სექტორის გეგმებში უკვე მყარად არის გათავისებული და შესაბამისი კონკრეტული ნაბიჯებიც იდგმება იმ მიმართულებით, რომ პოსტ-კრიზისულ პერიოდში ქართული წარმოების განვითარება, როგორც ადგილობრივი ბაზრის უზრუნველყოფის, ისე საექსპორტო მიმართულებით გახდეს უპრეცედენტო.
ამ პროცესში ჩვენი პოტენციური წვლილის შეტანის მიზნით, ჰუალინგის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ, რომელიც ქუთაისში ყოფილი ავტოქარხნის 36 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს, გამოვხატეთ მზადყოფნა რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფრასტრუქტურა - სამრეწველო თუ სასაწყობე დანიშნულების შენობები, რომელიც მრავლად გვაქვს წარმოდგენილი თიზ-ში, თავისი კომუნიკაციებით, უპრეცენდენტო შეღავათებით შევთავაზოთ მეწარმეებს ან მთლიანად გადამამუშავებელ სექტორს.
აქ საუბარია პრაქტიკულად არაკომერციულ შეთავაზებაზე, რომელიც გულისხმობს მზა ფართების ქირავნობის კუთხით შეღავათებს, მორატორიუმებს, ბიზნესის დაწყების საოპერაციო კომპონენტში დახმარებას, მუშახელის მოძიებას და სხვა. ამ შეთავაზების მიზანი, ასეთი პროფილის კომპანიებისთვის ერთის მხრივ, საწყისი ფინანსური ტვირთის შემსუბუქებაა ხოლო, მეორე მხრივ, დროის მოგება, იმისთვის, რომ წარმოების პროცესი უმოკლედ ვადებში დაიწყოს.
ჩვენი მიზანია მაქსიმალურად მოვერგოთ კონკრეტულ პროექტებს. ბიზნესის წამოწყების სპეციფიკის მიხედვით დაინტერესება ჩვენი შეთავაზების ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებების მიმართ იქნება ,შესაბამისად ვეცდებით ვიყოთ ზედმიწევნით მოქნილები“, - აცხადებს ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი.
კომპანიის განცხადებით, მეტად მისასალმებელია, რომ ამ მიმართულებით, სახელმწიფომ სწრაფი და ქმედითი ნაბიჯები გადადგა და კონკრეტული შეთავაზებათა პაკეტი წარმოადგინა სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში მნიშვნელოვნად გაზრდილი და გაფართოებული დაფინანსების მექანიზმების სახით, რომელიც, თავის მხრივ, დამატებით მნიშვნელოვანი მასტიმულირებელი ფაქტორებია ადგილობრივი თუ უცხოური მეწარმეობის განვითარების კუთხით საქართველოში და მათ შორის თიზ-ებში.
„ჩვენ, სხვა თიზების წარმომადგენლებთან ერთად, გავმართეთ სამუშაო შეხვედრა სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დირექტორთან მიხეილ ხიდურელთან და მის გუნდთან და გადავწყვიტეთ ერთობლივად კონკრეტულ ნაბიჯები გადავდგათ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით თიზ-ებში. მათ შორის განიხილება ერთობლივი საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება და საერთო აქტივობების განხორციელება.
სააგენტოს მხარდაჭერის მექანიზმები ჩვენს შეთავაზებასთან ერთად პაკეტში უკვე გამორჩეული პროდუქტია დაინტერესებული მეწარმეებისთვის, ვინაიდან ისინი შეძლებენ ჩვენი საშუალებით მნიშვნელოვნად შეიმცირონ წინასწარი კაპიტალდაბანდებები, ხოლო სააგენტოს მიერ შემოთავაზებული პროგრამებით, მათ შორის საკრედიტო-საგარანტიო და სესხის უზრუნველყოფის კომპონენტების საშუალებით ისარგებლებენ დამატებითი შეღავათებით“,- აცხადებენ კომპანიაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა