კანადური ინვესტიციით კომპანია Georgia Wood-ი ჰუალინგის თიზ-ში ავეჯის მწარმოებელ ქარხანას გააფართოებს. როგორც BM.GE-ის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან აცნობეს, ავეჯის წარმოება თიზ-ში 2019 წლიდან მოქმედებს და პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში 50-მდე ადამიანი დასაქმდა.
მათივე ინფორმაციით, პროექტის გაფართოების მეორე ფაზაში კომპანია 600 სამუშაო ადგილის შექნას გეგმავს და ჯამში, ავეჯის წარმოების სრული მოცულობით ამოქმედებაზე 6 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.
ჰუალინგის თიზ-ში პროექტის დასრულების ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ და ამბობენ, რომ ეს პანდემიიდან გამომდინარე არსებულ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ამასთან, BM.GE-ის თიზ-ში უთხრეს, რომ ნატურალური ხისგან დამზადებული პრემიუმ კლასის ავეჯი ექსპორტზე ევროპასა და აშშ გავა.
მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე მოქმედი ავეჯის მწარმოებელი მეორე კომპანია - Georgia Huashun-ი დღეისთვის 150 - მდე ადგილობრივს ასაქმებს. ამ დროისთვის მათ ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელეს, როგორიცაა : Hotels & preference hualing Tbilisi, Iota Garden, Hotel River Side Tbilisi, Hotel Gudauri inn, Hotel Borjomi Palace. პროდუქციის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია - ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და ჩინეთი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ