მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰუალინგის თიზ–ში, ქუთაისში, პლასტმასის გადამამაუშავებელი 2 საწარმოს მშენებლობა დაიწყო

5e4e7e71e18e5
BM.GE
20.02.20 16:40
1565
3 800 000 აშშ დოლარის ინვესტიციით ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, ქუთაისში, პლასტმასის გადამამაუშავებელი 2 საწარმოს მშენებლობა დაიწყო.

როგორც ჰუალინგის თიზ–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქარხნებში წარმოებული პლასტმასის გრანულები ძირითადად საექსპორტო დანიშნულებისაა.

პირველ ეტაპზე კომპანიები პლასტმასის საწარმოებლად საჭირო ნედლეულის უცხოეთიდან იმპორტს განახორციელებენ, მეორე ეტაპი კი მიზნად ისახავს ადგილობრივი პლასტმასის ნარჩენების შეგროვებას და იმპორტის ქართულ ბაზარზე არსებული ნედლეულით სრულად ჩანაცვლებას.

საწარმოები 270 ადამიანის დასაქმებას შეძლებენ.