მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტო-ნოემბერში ვაშლის ექსპორტი 13-ჯერ გაიზარდა - რომელია ძირითადი საექსპორტო ქვეყნები

5fc4ab3a0c687
ვიქტორია მღებრიშვილი
30.11.20 20:29
1108
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 1 აგვისტოდან 29 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 5 562 ტონა ექსპორტირებული ვაშლის ღირებულებამ 2.4 მლნ დოლარი შეადგინა.

უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 13-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდის  ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.1 მლნ აშშ დოლარითაა გაზრდილი.

აღნიშნულ პერიოდში ვაშლი ექსპორტზე გავიდა რუსეთის ფედერაციაში, ყაზახეთში, სომხეთში, სინგაპურსა და ჰონგ-კონგში.